"ბავშვი, ფაქტობრივად, გაქრა, არც ცოცხალი არ იციან, არც მკვდარი" - ლიბიაში 22 წლის ქართველ მეზღვაურს ეძებენ
საზოგადოება - 19:24, 20 Jan, 2019     2937
22 წლის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობის დროს დაიკარგა. ლიბიის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი "დოგან ბეიდან" 7 იანვარს გაუჩინარდა, ხოლო დაკარგული მეზრვაურის ოჯახს მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ შეატყობინეს.
დავით რაზმაზის გაუჩინარება მისმა თურქმა შემცვლელმა აღმოაჩინა და პოლიციას მიმართა.

„7-ში დაიკარგაო, მწერს კომპანია. ჯერ მომწერს, მერე დამირეკეს. ახლა არის გემი ლიბიაში. მე ამბავი გამაგებინეს 14 იანვარს. ჩაერია ლიბიის პოლიცია, მერე აქ, შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება დავწერე. ბავშვი, ფაქტობრივად, გაქრა, არც ცოცხალი არ იციან, არც მკვდარი. არაფერი არ ვიცით,“- განაცხადა დავთ რაზმაძის ბიცოლამ, ნინო ლაბაძემ.

დაკარგული მეზღვაურის ძიებაში ჩართულია ქართული მხარე - შს სამინისტრო და საზღვაო პოლიცია.

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია 16 იანვარს შევიდა. თამარ იოსელიანის განცხადებით, სააგენტო დეტალების დადგენას ამ დრომდე ცდილობს. მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინიტროსთან ერთობლივად სიტუაციის დადგენა მიმდინარეობს.

"2019 წლის 16 იანვარს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლიბიაში მყოფ მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ‘Mv Dogan Bey (თურქი გემთმფლობელი) მუშაობისას, ლიბიის ნავსადგურში misurata 07.01.2019 ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო გზით ცდილობს სიტუაციის დადგენას. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც დიპლომატიური არხებით, ისე გემის, დროშისა და გემთმფლობელის მიმართულებით. დღეს გემთმფლობელის წარმომადგენელი ჩავიდა ლიბიაში, რათა ადგილზე მოახდინოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება",- განაცხადა თამარ იოსელიანმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42