ვასიკო, ვერიკო, ვიკა, ლიკა, იკა და ალიკა! როგორ ფიქრობთ, რაზე ოცნებობენ ეს ბავშვები? ისინი ოცნებობენ, რომ სახლში საჭმელი ჰქონდეთ, რამეთუ კარგად იციან რა არის შიმშილი და მშიერ კუჭზე დაწოლა.
ჯონის, ბავშვების მამას, ფიზიკური სამუშაოების შესრულება არ შეუძლია. მას მარჯვენა ხელის თითები მოკვეთილი აქვს უბედური შემთხვევის შედეგად.
როდესაც ვერიკოს მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს - თირკმლების უკმარისობა, მამა სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა, რათა შვილის მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა გამოემუშავა. სწორედ თურქეთის ერთ-ერთ საწარმოში მოხდა ის ტრაგედია, რამაც ახალგაზრდა კაცი ინვალიდი გახადა.
ჯაბუებმა ყველაფერი გაყიდეს, ჭურჭლის ჩათვლით, რათა შვილის მკურნალობისთვის თანხა ეშოვნათ.
14 წლის ვერიკო განსაკუთრებულ მოვლას და სპეციალურ კვებას საჭიროებს. მას დღეში ოთხჯერ სჭირდება დიალეზი (ორგანიზმიდან ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის ხელოვნურად მოშორება, მაშინ, როდესაც თირკმელები ამას ვერ ახერხებს), თუმცა ოჯახს ისე უჭირს, რომ ხშირად პურის ფულიც კი არ გააჩნია.
-ვერიკო, პირველ რიგში გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ახლა გვითხარი, რა არის შენი ოცნება?
ვერიკო: მერიდება ამის თქმა... მთელი დღე ვწევარ, ვერ ვდგები, ეზოში ვერ გავდივარ, სულ ვსტირი... აი, ტელეფონი რომ მქონდეს, გადამივიდოდა ჩემი წუხილი ცოტათი მაინც...
-თამარ, გარდა ვერიკოს ჯანმრთლობისა, თქვენს ოჯახს კიდევ რა პროპლემები გააჩნია?
თამარი, ბავშვების დედა: სახლში ავეჯი პრაქტიკულად არ გვაქვს, გავყიდეთ ყველაფერი. ერთი საწოლი გვაქვს მარტო, რომელზეც 3 გოგონა წევს, დანარჩენები იატაკზე წვანან, რის გამოც ხშირად ავამდყოფობენ...
ვიკა, 11 წლის: საწოლის გარდა არაფერი მინდა, არც სათამაშოები და არც კაბები. ვერიკო სულ აპარატზეა შეერთებული. ღამით ერთად გვძინავს და შემთხვევით ფეხს გავკრავთ. ვაწუხებთ ძალიან, მაგრამ თავად არაფერს ამბობს, აქეთ გვამშვიდებს, თუმცა ვიცი, რომ სტკივა...
ლიკა, 9 წლის: ჩვენ არც ტელევიზორი გვაქვს და არც სარეცხი მანქანა, დედიკო სულ ცივ წყალში რეცხავს ხელით...
დიახ, ჯაბუების ოჯახს დღეს ძალიან უჭირს. ისინი საჭიროებენ მედიკამენტებს, საკვებ პროდუქტებს, ტამსაცმელს, ფეხსაცმელს, საწოლებს, საოჯახო ნივთებს...
რა თქმა უნდა, ჩერნოვეცკის ფონდი დაეხმარება მათ, მაგრამ გაერთიანებული ძალებით ჩვენ უფრო მეტს შევძლებთ! სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ მრავლადაა სიდუხჭირეში მცხოვრები ოჯახები, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი - ნუგეში, თანადგომა და დახმარება!
მოდით, გავუწოდოთ ჯაბუებს დახმარები ხელი, ამოვუდგეთ გვერდში ამ ძნელბედობის ჟამს! როდესაც გულში ჩაიკრავთ თქვენს საყვარელ პატარას, გახსოვდეთ, რომ სადღაც არიან ბავშვები, რომლებსაც შიათ და სცივათ, არ აქვთ საწოლი და მკურნალობისთვის საჭირო თანხა!
თანხის გადარიცხვა ჯაბუების ოჯახის მხარდასაჭერად შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჯაბუების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/405-jabua/?fbclid=IwAR3c70AlFfJuTkgfN0HIlunGiXu-jL_spJkgRey8aZf0h6bTQ7UiM7HMa10
მასალის გამოყენების პირობები






