2018 წლის „სუფთა რეგიონი“ - კახეთი, "სუფთა ქალაქი“ - ზუგდიდი, "სუფთა სოფელი" კი ჭორვილა გახდა
საზოგადოება - 13:38, 19 Jan, 2019     5921

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში, 2018 წელს გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კონკურსის - „სუფთა რეგიონი“ მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი, სუფთა ქუჩა, ლამაზი ეზო და ლამაზი აივანი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დაწესებულმა კონკურსმა „სუფთა რეგიონი“ ქვეყნის მასშტაბით შეამცირა სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვი, გაზარდა საზოგადოების ცნობიერება და პრიორიტეტული გახადა ნარჩენების მართვა. ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში 2012-2013 წლებში აღრიცხული 1357 სტიქიური ნაგავსაყრელიდან დღევანდელი მონაცემებით ირიცხება 333.

კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი კომისიის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები) მიერ, შემოსული ფოტო/ვიდეო მასალების საფუძველზე. კონკურსის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთვნენ რეგიონების წარმომადგენლებიც.

კონკურსის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ნინო თანდილაშვილმა და იური ნოზაძემ, შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდერსტრომმა და სამინისტროს სისტემაში შემავალმა სხვა უწყებების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს:

2018 წელის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის გამარჯვებულები არიან:

ნომინაცია - „სუფთა რეგიონი“ კახეთის რეგიონი;

ნომინაცია- „სუფთა ქალაქი“ - ქ. ზუგდიდი;

ნომინაცია - „სუფთა მუნიციპალიტეტი“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;

ნომინაცია - „სუფთა სოფელი“ - სოფ. ჭორვილა (საჩხერე);

ნომინაცია - „ლამაზი აივანი“ - ფატმან გრიგოლავას სახლის აივანი (ქ. ქუთაისი);

ნომინაცია - „ლამაზი ეზო“ - 3 პირველი ადგილი: ნომინაცია (კერძო) “ლამაზი ეზო”- აკაკი გედენიძე (ხონის მინიციპალიტეტი); ნომინაცია “კორპუსის ეზო” -ქ.ზუგდიდი, ქუჯის ქუჩა; ნომინაცია “იურიდიული პირის ეზო”- ღვინის კომპანია GWS (თელავი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42