CBC News-ის გადაცემაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულ ადგილს რუს პროპაგანდისტებს შორის დიმიტრი კისილიოვი იკავებს, რომელიც ერთადერთი რუსი ჟურნალისტია, რომელიც კანადის მიერ სანქცირებულთა სიაშია შეყვანილი. იგი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩევა კანადის წინააღმდეგ გამოსვლებით.
"Россия 1" სიუჟეტში კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო "უკრაინელი ნაცისტების" შთამომავლად მოიხსენიეს.
კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ერთერთ სიუჟეტში ესტუმრნენ კანადის ერთერთ სასაფლაოს, სადაც დამარხული უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ, "უკრაინელ ნაცისტებად" მოიხსენია, შემდეგ კანადაში მცხოვრებ ყველა უკრაინელს ნაცისტების შთამომავლები უწოდა.
ამის შემდეგ, კისილიოვმა აჩვენა კადრები, სადაც კანადის პრემიერს და სხვა კანადელ პოლიტიკოსებს უკრაინული ტრადიციული ნაქარგებიანი პერანგები აცვიათ და მათ უწოდა "უკრაინელი ნაცისტების მემკვიდრეები, რომლებიც ხელისუფლებას ინარჩუნებენ". ამასთან ამის დასტურად კრემლის პროპაგანდისტმა წარმოადგინა პროპუტინისტურად განწყობილი კანადაში მოქმედი რუსული ორგანიზაციის წევრები, რომლებმაც განაცხადეს, რომ კანადის საგარეო პოლიტიკას უკრაინული დიასპორა განსაზღვრავს.
კანადის პარლამენტის წევრი, რომელსაც უკრაინული წარმოშობა აქვს, ბორის ვჟესნევსკი CBC News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს პუტინის კარგად გამიზნული გეგმაა. მას სურს, რომ ყველა ხერხით დაამყაროს უკრაინაზე კონტროლი.
"მან იცის, რომ უკრაინის გარეშე რუსეთი იმპერია ვერასდროს გახდება," - აცხადებს ვჟესნევსკი.
Источник: https://censor.net.ua/v3107081
მასალის გამოყენების პირობები






