ამის შესახებ მან სამინისტროში მიმდინარე პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ზოგადი განათლების მიმართულებით სქემაზე საუბრობენ. მისი თქმით, ეს ყველაფერი გაკეთებულია ბიუროკრატიული ფორმების აღმოსაფხვრელად და რადგან მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესი და არა ქაღალდები, სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილება.
მინისტრმა დაამატა, რომ ეს ცვლილება მოხდება ეტაპობრივად, რათა არ მოხდეს პროცესის რღვევა და ვინც არის ჩართული სქემაში და დაწყებული აქვს ეს პროცესი არ შეექმნას პრობლემა.
ამასთან, უქმდება თვითშეფასების კითხვარიც და ის ხდება ნებაყოფლობითი.
მასწავლებლის კვალიფიკაციის შესამოწმებლად და დასადასტურებლად, ასევე სტატუსის მისაღებად ისევ იქნება საკვალიფიკაციო გამოცდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს განათლების სამინისტროში მიმდინარე პრეზენტაციაზე განათლების სისტემაში დაგეგმილი და განხორციელებული ძირეული რეფორმების განხილვა მიმდინარეობს. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა, აღნიშნული რეფორმები განათლების სისტემის 10 მოდულს შეეხება.
სრულად იხილეთ edu.aris.ge
მასალის გამოყენების პირობები






