„სამწუხაროდ თქვენი სიტყვიდან და ქადაგებებიდან გამომდინარე თქვენში დავინახე საბჭოთა ადამიანი, მწყემსი კეთილის ნაცვლად“ - მეუფე პეტრეს პასუხი მეუფე სპირიდონს
საზოგადოება - 12:55, 18 Jan, 2019     2093

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. ვრცელ წერილში, რომელიც მეუფე პეტრემ გაავრცელა, საუბარია ციანიდის საქმეზე, სადაც მიტროპოლიტი ხაზს უსვამს, რომ დეკანოზი მამალაძე უდანაშაულოა და ის მხოლოდ „უზნეობისა და უსამართლობის მსხვერპლია“.

მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ უსამართლობსათან დაპირისპირება არ ნიშნავს პატრიარქთან დაპირისპირებას, ხოლო, მისი თქმით, ამ ყველაფრის პატრიართან დაპირისპირებად წარმოჩენა, ისევ და ისევ უწმინდესის დისკრედიტაციას ემსახურება.

„ციანიდის საქმის რეზონანსულობის მიუხედავად თქვენგან არასდროს გვსმენია ამ საკითხზე საჯაროდ გამოხატული აზრი. ნუთუ, მართლა გჯერათ, ეკლესიისთვის მეტად შეურაცხმყოფელი და ცინიკური ვერსიისა, რომ დეკანოზი ციანიდით მიემგზავრებოდა გერმანიაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის მოსაწამლად და ამ ბოროტებას სჩადიოდა კარიერული წინსვლისათვის. ანუ მკვლელ და დევნილ დეკანოზს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი ეპისკოპოსად გამოარჩევდა და აკურთხებდა?! მაშინ როდესაც, როგორც დეკანოზი იხსენებს კათოლიკოს პატრიარქი ციანიდის საქმემდე რამდენიმე თვით ადრე პირადად სთავაზობდა მას ახალი ეპარქიის შექმნას ქობულეთში და მღვდელმთავრად გამორჩევას, თუმცა მამაომ ამ შეთავაზებაზე თქვენგან განსხვავებით თავი ღირსად არ ჩათვალა და უარი განაცხადა! თქვენ კი ამ ყველაფერზე გვავალდებულებთ დუმილს? ისევე როგორც, თქვენის აზრით უნდა დადუმებულიყო ეკლესია 80-იან წლებში უდანაშაულო მღვდლის დახვრეტისას? ისევე როგორც უნდა დადუმებულიყო ავადსახსენებელი 90-იანების მოვლენებისას? ისევე როგორც უნდა დადუმებულიყო კრემლის დავალებით ეროვნული და კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობისას, თქვენის ჩათვლით? ესეთი აზროვნება ხომ საბჭოთა მემკვიდრეობაა და სამწუხაროდ თქვენი სიტყვიდან და ქადაგებებიდან გამომდინარე თქვენში დავინახე საბჭოთა ადამიანი, მწყემსი კეთილის ნაცვლად.“ - წერს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი.

სხალთის ეპისკოპოსმა ​სპირიდონმა ქადაგებისას მეუფე პეტრე გააკრიტიკა და პატრიარქის წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42