ადგილობრივები ყვებიან, რომ ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში ჟონავდა.
მოსახლეობის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები ამ მისამართზე ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, საავარიო ბრიგადას იძახებენ.
„შევამჩნიეთ, რომ დენის შავი კაბელი არის გადაყვანილი. ეს არის ან ტელეფონი ან "სოლკნეტი" იქ იყო მეტალი და საფრთხე იყო აფეთქების. სუნი რადგან აქ არის თვეების განმავლობაში, გამოვიძახეთ ბრიგადას საღამოს. მოვიდა ბრიგადა, რომელმაც შეამოწმა წყლის მომსხურებით ძალიან მარტივად, რომ გასდის. გადააწებეს რაღაც სპეციალური სკოჩი და ეტყობა, როცა ყველამ დაიძინა, წნევამ მოიმატა და იმ "სკოჩიდან" გაჟონა უფრო საშინელი ძალით. მერე ღამის სამ საათზე დაამთავრა მუშაობა მეორე ბრიგადამ, რომელმაც კიდევ უფრო კარგად დასკოჩა და ამ ხალხს ველოდები, ფაქტობრივად, უკვე 48 საათია, რომ მოვლენ ვიღაცები და გადაადუღებენ და იმის ფონზე, რაც მოხდა იქ, მე გუშინ დამჭირდა სასწრაფო დილის 08:00 საათზე. იმიტომ ვიყავი მთელი ღამე ასეთი გაგიჟებული, რომ ფაქტობრივად, ერთხელ უკვე გადავრჩი სიკვდილს, მას შემდეგ, რაც ვნახე, რა მოხდა დიდ დიღომში. ახლაც, პრობლემა არ არის მოგვარებული და ამთავრებენ, იმედია, უკვე გადავრჩებით,“ - განაცხადა ადგილობრივმა.
მასალის გამოყენების პირობები






