შემზარავი სტატისტიკა - ბოლო 4 თვეში ავარიას მინიმუმ 26 ადამიანი ემსხვერპლა
საზოგადოება - 11:22, 18 Jan, 2019     1028

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხიშვილმა სოციალურ ქსელში საავტომობილო გზებზე მომხდარი ავარიების სტატისტიკას აქვეყნებს.

"ყველა შეგვძრა დიდ დიღომში მომხდარმა ტრაგედიამ. სამწუხაროდ ასეთი ტრაგედიებით გაჯერებულია საქართველოს გზებიც. დღეს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავარია სამ სხვადასხვა მონაკვეთზე მოხდა და იგოეთთან დაიმტვრა 20-ზე მეტი ავტომობილი. უბრალოდ, გადავხედე ბოლო 4 თვეში მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებს და ამ შემთხვევებში გარდაცვლილთა არასრულ ჩამონათვალს. შემზარავი სურათი მივიღე.

1) ვანში ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი და 7 თვის ბავშვი ემსხვერპლა- 9 სექტემბერი, 2018 წ.

2) გლდანში ავარიას ქვეითად მოსიარულე ორი ადამიანის, ქალისა და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა-12 სექტემბერი, 2018 წ.

3) გორი-მეჯვრისხევის გზაზე ავარიას მოტიციკლის მძღოლი, 45 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა-21 სექტემბერი, 2018 წ.

4)თელავში, ავარიას ფეხით მოსიარულე შუახნის ქალი ემსხვერპლა-20 ოქტომბერი, 2018 წ.

5) თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა-22 ოქტომბერი, 2018 წ.

6) თელავში ავარიას ფეხით მოსიარულე შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა-28 ოქტომბერი, 2018 წ.

7)გორთან ავარიის შედეგად 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა-28 ოქტომბერი, 2018 წ.

8)ქედაში ავარიას პატარძალი და 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა- 1 ნოემბერი, 2018 წ.

9)გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ფეხით მოსიარულე შუახნის ქალი ემსხვერპლა-8 ნოემბერი, 2018 წ.

10)ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა-11 ნოემბერი, 2018 წ.

11)ლაგოდეხში მამა-შვილი მოტოციკლით მიკროავტობუსს შეეჯახა, რასაც შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა-22 ნოემბერი, 2018 წ

12)თელავში, სოფელ კისისხევში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა-24 ნოემბერი, 2018 წ.

13)ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა-30 ნოემბერი, 2018 წ.

14) მცხეთასთან ავარიას ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა-8 დეკემბერი, 2018 წ.

15)სოფელ ცაიშთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა-11 დეკემბერი, 2018 წ.

16)ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელშიც სასწრაფოს ავტომობილი მონაწილეობდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა-11 იანვარი, 2019 წ.

17)ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა-12 იანვარი, 2019 წ.

18)ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა-15 იანვარი, 2019 წ.

19)გორის რაიონის სოფელ ძევერასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლისა და მისი ფეხმძიმე მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა-15 იანვარი, 2019 წ.

და ეს არასრული ჩამონათვალია! ერთი წლის განმავლობაში დაშავებულ-დასახიჩრებულია რამდენიმე ათასი ადამიანი. დღემდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს მთავრობამ გაიზიაროს ჩვენი რეკომენდაციები და შექმნას საგზაო უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სტრუქტურა (არსებული რესურსით). დღემდე შეცდომად მიმაჩნია, რომ ეკონომიკის სამინისტროა ქვეყანაში პასუხისმგებელი ტრანსპორტის პოლიტიკაზე და საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელებაზე, რომელიც თავისთავად უვარგისი და უსარგებლო დოკუმენტია და რომელსაც შედეგი არ მოაქვს. ამასობაში დავკარგეთ სიცოცხლითა და ჯანღონით სავსე უამრავი ადამიანი.ყველა ტრაგედიას, მიუხედავად მათი გამომწვევი მიზეზისა ერთი საფუძველი აქვს და ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების უუნარობა, უმოქმედობა, არაკომპეტენტურობა. და არ აქვს მნიშვნელობა რა ვითარებაში ვკვდებით, გზაზე, საკუთარ სახლში თუ სამუშაო ადგილზე, შედეგი მაინც ერთია-უდროო დროს შეჩერებული სიცოცხლე. დღეს ასეა, თუ ვამბობთ რომ "დავკარგე ძვირფასი ადამიანი" ან "გარდაიცვალა ჩემი ნათესავი" ან "ავარიაში დაიღუპა ჩემი მეგობარი" უკვე კარგია, იმიტომ რომ რახან ამ ამბის მოყოლის თავი გვაქვს, ესეიგი ჩვენ თავად ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და ეს გვამშვიდებს! რა დონეზე დავეცით! ამას სახელმწიფოს გარდა ყველაფერი ქვია!" - წერს დავით მესხიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42