"ხაზგასმით ვამბობთ, იაშვილის კლინიკასთან "სისხლის ბანკი" არანაირ კავშირში არ არის, ის დამოუკიდებელი იურიდიული პირია“- იაშვილის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი
საზოგადოება - 20:07, 17 Jan, 2019     1457
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ივანე ჩხაიძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ კლინიკის ეზოში მდებარე შპს „სისხლის ბანკს“ ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთან შემხებლობა არ აქვს და შესაბამისად, „სისხლის ბანკის" მენეჯერის მიერ სისხლის მარაგთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას იაშვილის კლინიკის მენეჯმენტთან კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება ეკა გუგეშაშვილის კომენტარს, რომლის მიხედვითაც დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს იაშვილში გადაყვანილი ბავშვები ჩხაიძე განმარტავს, რომ სისხლის მინიმალური რაოდებნობა მხოლოდ ერთ პაციენტს დასჭირდა, რაც სისხლის დეფიციტს ნამდვილად ვერ შექმნიდა.

"ხაზგასმით ვამბობთ, იაშვილის კლინიკასთან "სისხლის ბანკი" არანაირ კავშირში არ არის. ეს არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელიც განთავსებულია იაშვილის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასე რომ ჩვენთან არც სტრუქტურული და არც იურიდიული დაქვემდებარება "სისხლის ბანკს" არ გააჩნია.

რაც შეეხება იაშვილის კლინიკაში გუშინ ჩატარებული ოპერაციის გამო სისხლის მარაგის შესაძლო დეფიციტის საკითხს, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ გახარჯული სისხლის რაოდენობა ანუ გამოყენებული სისხლის რაოდენობა შეადგენს 420 მლ - ს, რაც მინიმალური რაოდენობის სისხლია. ქირურგიული ოპერაციის დროს გაცილებით მეტი სისხლი იხარჯება. ამიტომ სრულიად წარმოუდგენელია, იაშვილში ჩატარებული ნეიროქირურგიული ოპერაციის დროს დახარჯო 420 მლ სისხლი და ამას რაიმე სახის დეფიციტი გამოეწვია. ამას რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ჩვენ ყოველდღიურად გაცილებით უფრო მეტი რაოდენობის სისხლს ვიყენებთ და არასოდეს არ შექმნილა პრობლემა. მით უმეტეს გუშინდელ შემთხვევას არ შეეძლო გამოეწვია ქალაქში სისხლის დეფიციტი"- აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა.

„სისხლის ბანკის“ წარმომადგენლის განცხადებას, სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა.

"სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს"- განაცხადა დავით სერგეენკომ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42