"შესულა ბინაში, აუნთია შუქი და ... აფეთქება მოხდა ერთ ბინაში, დაღუპულები არიან გვერდითა ბინაში... კედელი გაიტანა აფეთქების სიმძლავრემ" - დიდი დიღმის ტრაგედიის დეტალები (ვიდეო)
საზოგადოება - 13:38, 17 Jan, 2019     6319

დიდ დიღომში აფეთქებული კორპუსის მე-9 სართულზე მაცხოვრებელი ილია ბუზალაძემ, მედიასთან მომხდარის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში საშინელი გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც შესაბამისი სამსახურები ორჯერ უშედეგოდ გამოიძახეს. როგორც ის აცხადებს აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე მან ლიფტით იმ მამაკაცთან ერთად იმგზავრა, რომელიც აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

„დღის განმავლობაში მეზობლებმა დარეკეს ორჯერ, მე სამსახურში ვიყავი და საქმის კურსში ვიყავი, ორჯერ მოსულან წავიდნენ და ნახევარ საათშ ისევ დაურეკეს და მოვიდნენ. მეზობლები როგორც ამბობენ, დაგვიცინესო რა... ვიღაცაო გაზის ბალონს აიტანდაო. დაახლოებით საათნახევარ-ორსაათში მოხდა ეს ამბავი. ლიფტში რომ შევედით მე და ის პიროვნება სუნი იდგა და აღვნიშნეთ... ის მეექვსე სართულზე გავიდა, მე მეცხრეზე ავედი, გამოვედი თუ არა... ახლა როგორც გავიგე ის პიროვნებაა გარდაცვლილი ვინც ჩემთან ერთად იმგზავრა. შესულა ბინაში, აუნთია შუქი და ... ორი ნაბიჯით გამოვასწარი და გადავრჩი. კიბით ჩამოვედით.

კორპუსის მშენებელს ხელი არ მოაკიდებინა ყაზტრანსგაზმა, მათი გაყვანილია ყველაფერი სახლებშიც თვითონ ჩართეს, გუშინ მოსულები იყვნენ და არსად არაა ხარვეზიო მაგრამ სუნი მაინც იდგა, ხომ უნდა ენახათ, რომ თუ სადარბაზოში არაა ე.ი ბინაშია სადღაც , არ შეამოწმეს და წავიდნენ. სადაც აფეთქება მოხდა, ეს ბინა როგორც გავიგე მისი არ ყოფილა. მეგობარს უთხოვია ასვლა და შემოწმება, დახედე სახლსო. აფეთქება მოხდა ერთ ბინაში და დაღუპულები არიან გვერდითა ბინაში, კედელი გაიტანა აფეთქების სიმძლავრემ“- განაცხადა ილია ბუზალაძემ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42