"18 წლის ბექა მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის... შეტევას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი უმსუბუქებს" - ბიჭს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 13:23, 17 Jan, 2019     1225
18 წლის ბექა ჩაჩანიძე მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, უჭირს სუნთქვა და ყლაპვა, ხშირად ემართება ასთმური შეტევა და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები უმსუბუქებენ საშინელ ტკივილებს.

ბექას მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მათი შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუმცა ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს, რაც არ იძლევა ავადმყოფის მოვლის ნორმალურ საშუალებას.

ეს ოჯახი ცხოვრობს დაუმთავრებელი ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, სადაც აუტანელი საცხოვრებელი პირობებია. ჩაჩანიძეების თვიური შემოსავალი საცხოვრებელ მინიმუმზე დაბალია. ისინი ხშირად შიმშილობენ, ვერ ყიდულობენ ავადმყოფისთვის აუცილებელ მედიკამენტებს, პრაქტიკულად არ გააჩნიათ თბილი ტანსაცმელი და ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები.

ეს ოჯახი ბევრს არ ითხოვს! ისინი ღმერთს ევედრებიან, რომ მათ ცხოვრებაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან ორთოპედიული საწოლის და მატრასის, ტკივილგამაყუჩებელი და სამკურნალო პრეპარატების შეძენაში. ეს ყველაფერი საგრძნობლად შეუმსუბუქებს ბექას მძიმე მდგომარეობას და მისცემს ძალას, რომ განაგრძოს ბრძოლა სიცოცხლისთვის!

ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ იას, ბექას დედას:

-ქალბატონო, ვინმე თუ გეხმარებათ?

-აბა ვინ უნდა დაგვეხმაროს? ირგვლივ ხომ ყველას უჭირს?! ხალხს არ აქვს საშუალება, რომ თუნდაც მცირედი გაიღოს ჩემი შვილისთვის.

-სახელმწიფო ან საქველმოქმედო ფონდებისთვის თუ მიგიმართავთ?

-ვისაც არ მივმართეთ დახმარების თხოვნით, ყველამ უარით გამოგვისტუმრა. „თქვენო მუშაობა შეგიძლიათ და დახმარება არ გეკუთვნითო“ - ასე მითხრეს. ღმერთო ჩემო, როგორ გავაგებინო ამ ხალხს, რომ ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მამამისის მიერ სეზონურ სამუშაოზე გამომუშავებული მცირე თანხა მას ვერ უშველის. ჩვენ კეთილი ადამიანების დახმარება გვჭირდება და ამას შევთხოვთ უფალს!

- და რას აპირებთ?

-ვლოცულობ, რომ ღმერთმა შეუმსუბუქოს ჩემს ბიჭს მძიმე ხვედრი. მზად ვარ შევწირო მას ჩემი სიცოცხლე!

მეგობრებო, ბექას და მის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. მოდით, ეს საქმე არ გადავდოთ ხვალისთვის და ახლავე გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი! ბექას მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში; მას ძველების ისეთი აუტანელი ტკივილები აქვს, რომ გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

თანხის გადარიცხვა ბექას მხარდასაჭერად შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბექა ჩაჩანიძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).

სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42