ვინ არის ექიმი ცნობილი ფოტოდან, რომელმაც დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიისას მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა (ფოტო)
საზოგადოება - 12:50, 17 Jan, 2019     6971

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია - გუშინ, 16 იანვარს, საღამოს 08:30 საათზე ავთანდილის ქუჩაზე 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქება მოხდა. შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, 8 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 6 არასრულწლოვანია.

გარდაიცვალნენ დედა და შვილი, გარდაცვლილი ბავშვის და კი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს, მიღებული დაზიანებების გამო მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ექიმების ცნობით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ამ ეტაპზე კონტაქტურია.

სრულიად საქართველო შეძრა გუშინ გავრცელებულმა ფოტომ, სადაც ასახულია დაშავებული ბავშვი, რომელიც მამაკაცს უჭირავს ხელში და გულის ცემას უმოწმებს, მათ გვერდით კი დგას დაშავებული ბავშვის მამა.

მამაკაცი, რომელიც ბავშვისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას ცდილობს, ცნობილი ქირურგი ოლეგ კვიციანია. იგი "ნიუ ვიჟენ" საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა. მოსახლეობა „ყაზტრანს-გაზ თბილისის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, გამოძახებიდან ექვსი საათის შემდეგ მისულმა სპეციალისტებმა კი განაცხადეს, რომ საშიში არაფერი იყო და მოსახლეობას გაზის სუნი მოეჩვენა. ადგილობრივების თქმით, კი აღნიშნულიდან მალევე აფეთქება მოხდა.

ფოტოკოლაჟისას გამოყენებული ფოტო ტრაგედიის ადგილიდან "ინტერპრესნიუსი", ფოტოგრაფი გიორგი ჟამერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42