აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ „ყაზტრანსგაზ თბილისიდან“ გამოითხოვა.
კომპანიის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს გაზით მოწამვლის 125 ფაქტი დააფიქსირდა, ხოლო 29 ადამიანი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
2017 წელს კი, მოწამვლის - 62 და გარდაცვალების 30 ფაქტი დაფიქსირდა.
კომპანა „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთებას დღის განმავლობაში გეგმავს.
ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
წყარო: bm.ge
მასალის გამოყენების პირობები






