ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას 4 წლის გოგონა განაგრძობს. ბავშვს თავის მიდამოში დაფიქსირებული დაზიანებების გამო ოპერაცია საავადმყოფოში შეყვანისთანავე ჩაუტარდა:
„ამ პაციენტთან გუშინ ჩატარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. კიდევ ერთი პრობლემა,რომელიც გუშინვე გამოვლინდა ეს არის სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდ გუშინაც დაიწყო ღონისძიებები და ახლაც გრძელდება.
ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, თუმცა გათვალისწინებით დაზიანებისა და სისხლის დანაკარგისა გააგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






