ჯორჯ ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ თარგებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საზოგადოება - 12:29, 16 Jan, 2019     1067
დედაქალაქის მერია ჯორჯ ბუშის ქუჩისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებულ ორივე თარგს რეაბილიტაციას ჩაუტარებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 10 000 კვადრატული მეტრ ფართობის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

„თბილისის მერიის მიერ მიმდინარე წელს, უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდება, რომელიც ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებული ორივე თარგის სრულ რეაბილიტაცია-კეთილმოწყობას გულისხმობს. აღნიშნული ტერიტორია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. მისი ფართობი დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. თარგებში მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საინფორმაციო ბანერიც განახლდეს.

„ჩემი თხოვნაა, რომ ამ პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო ბანერი, რომელზეც წერია ბუშის ქუჩა, ჩამოვხსნათ და ისეთი გავაკეთოთ, რაც ამ რეაბილიტირებულ პროექტს შეესაბამება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, უახლოეს მომავალში კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდება.

„მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ თარგში დეკორატიული აუზი, სარწყავი სისტემა და განათება მოეწყობა. ასევე, დაირგვება მცენარეები და დაითესება ბალახი. განხორციელდება თარგის დატერასება ოვალური, ელიფსური ფორმებით. იცით, რომ კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია გვაქვს გაცხადებული. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება. რაც შეეხება კახეთის გზატკეცილს, უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებითაც გამოვაცხადებთ ტენდერს, რომ სამუშაოები დაიწყოს. აღნიშნულ მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რაც საკმაოდ მასშტაბური და ძვირადღირებული პროექტი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42