ავტომობილი, რომელიც ტატიშვილის ქუჩაზე ჩაცხრილეს, თეიმურაზ ქვათაძეს ეკუთვნოდა. ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს".
"რუსთავი 2"- ის ცნობით, 1982 წელს დაბადებულ თეიმურაზ ქვათაძე საჩხერეში ცხოვრობს.
თბილისში, მელიქიშვილის ქუჩასთან ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა.
როგორც "ნიუპოსტს" თვითმხილველმა აცნობა, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუხსნენს.
არსებული ინფორმაციით სატრანსპორტო საშუალებაში მყოფმა მამაკაცმა გადმოსვლა მოასწრო, ხოლო დაგორებული ავტომობილი მელიქიშვილის გამზირზე პარკინგზე მდგარ ავტომობილს შეეჯახა.
ავტომობილს სამ-სამი ნატყვიარი აღენიშნება და ჩამსხვრეულია უკანა შუშა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი და ავტომობილის მძღოლი ორივე გაიქცა.
როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






