თბილისში 300 ელექტრომობილი შემოვა - რა ეღირება „ქარშეარინგი“ ანუ ავტომობილის დაქირავება
საზოგადოება - 17:42, 15 Jan, 2019     2325

კომპანია Aicar-ი თბილისში ე.წ. ქარშეარინგის სერვისის დანერგვას გეგმავს. თბილისის მერია პროექტს მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნით, პირველ ეტაპზე, დედაქალაქში 300 ელექტრომობილი შემოვა, სერვისის საფასური კი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„ჩვენ დაგპირდით, რომ 2019 წელი სიახლეებით სავსე იქნებოდა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ევროპის განვითარებულ ქალაქებს შევუერთდეთ. ყველა ევროპულ ქალაქში არის ე.წ. ქარშეარინგი, ანუ ხდება ავტომობილების გაზიარება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ავტომობილით, რომელიც ქალაქში სხვადასხვა ადგილასაა გაჩერებული. ამ ავტომობილით სარგებლობა ადამიანს მისთვის სასურველი დროით, გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში შეუძლია. პროექტის განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საუბარი გვქონდა სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი ბიზნესჯგუფი, რომელიც აღნიშნული პროექტით დაინტერესდა, უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით დიდ პრეზენტაციას წარმოგვიდგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სერვისი დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

თბილისის მერის განცხადებით, პირველ ეტაპზე, თბილისში სამი მოდელის - Nissan, Renault, Smart ავტომობილები შემოვა; შემოსული 300 ელექტრომობილი, სხვადასხვა ადგილზე განთავსდება, დროთა განმავლობაში კი მათი რაოდენობა გაიზრდება; სერვისით სარგებლობა მომხმარებელს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლება, რომელსაც საკუთარ ტელეფონში გადმოწერს; აპლიკაციის საშუალებით, ასევე, შესაძლებელი იქნება სასურველი ავტომობილის დაჯავშნა, მისი გაღება და დაძვრა.

„რაც მთავარია, ამ ავტომობილების ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, სერვისის ფარგლებში, ქალაქში დამონტაჟდება დამტენი მოწყობილობები, მათ შორის, სწრაფი დამტენები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მანქანის დამუხტვა. სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე იქნება შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42