დასავლეთ საქართველოში შესაძლოა ციტრუსის ტონობით მოსავალი გადაყარონ - გლეხების განცხადებით მანდარინის 90% გაფუჭებულია
საზოგადოება - 17:36, 15 Jan, 2019     1563

აჭარასა და გურიაში შესაძლა ციტრუსის ტონობით მოსავალი გადაყარონ. გლეხები აცხადებენ, რომ მოსავლის 90% დაზიანებულია. მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ვერც სარეალიზაციოდ ვარგისი მოსავლის გაყიდვას ახერხებენ. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს:

„არის მანდარინი ჩასაბარებელი, კლიენტი არ არის, რომ ჩააბარო და ფულით ისარგებლო. თუ დალპება გადავყრი , მეტის საშუალება არ არის. ერთი კილოგრამი არ გამიყიდია. დანარჩენი აგერ არის და თქვენც ხედავთ, რომ ლპება. რამდენი დრო გადის, იმდენი აკლდება. რითი უნდა გადავიხადოთ მე არ ვიცი. თუ ჩამომაწერენ კრედიტს,როგორღაც კიდევ პენსიით გაიტანს კაცი. ხომ ხედავთ ხალხს ყველას უჭირს, გაჭირვებული ყველაა," - ამბობს შოთა აბუსელიძე.

გლეხების თქმით, ციტრუსი დაზიანდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლებში ​ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები ჩაატარა.

„რაც ფაროსანას წამალი გამოუშვეს და დაწამლეს, ამის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. წლევანდელ მოსავალს ვერ ვასაღებთ. მოკლედ ციტრუსი გააშავა, გააფუჭა როგორც ასეთი 80% მინიმუმ მაინც,“ - აცხადებს ჯუმბერ აბუსელია.

ბრალდებებს უარყოფს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი:

„უხარვეზოდ მიმდინარეობდა ციტრუსის სეზონი. მე ვერ ვიტყვი, რომ მოსახლეობას გაუჭირდა წელს ციტრუსის რეალიზაცია, პირიქით დღეს ქობულეთში არის ხარისხიანი ციტრუსის დეფიციტი. დღესაც მქონდა კონტაქტი კომპანიებთან, რომლებიც ექსპორტზე მუშაობენ და ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან უნდათ გაიტანონ ექსპორტზე ციტრუსი და დადიან მოსახლეობაში, რომ შეაგროვონ ხარისხიანი ციტრუსი. რაც შეეხება უხარისხო ციტრუსს, მუშაობს გადამამუშავებელი ქარხანა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ამუშავებს მიღებულ პროდუქტს და შესაბამისად არც მათ შექმნია ხარვეზი,“- განაცხადა ტიტე აროშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42