როდესაც ტრამპმა პირველად წამოწია NATO-ს დატოვების საკითხი, ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ის ამას სერიოზულად ლაპარაკობდა - აღნიშნავს გამოცემა. თუმცა ამერიკის პრეზიდენტი ამ საკითხს კიდევ რამდენჯერმე დაუბრუნდა.
გამოცემის წყაროები ირწმნებიან, რომ ივლისში, ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტისას, ტრამპმა თავის ადმინისტრაციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ვერ ხედავდა სამხედრო ალიანსის აზრს და მას აშშ-ისთვის უსარგებლო უწოდა. ამავდროულად ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი, მათ შორის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ჯიმ მატისი და მრჩეველი ჯონ ბოლტონი, ცდილობნენ შეენარჩუნებინათ ამეიკული სტრატეგია და არ ესაუბრათ ნატოდან აშშ-ის შესაძლო გამოსვლაზე. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ნატოდან აშშ-ის გამოსვლა მკვეთრად შეამცირებს ვაშინგტონის გაველნას ევროპაში და განამტკიცებს რუსეთის პოზიციებს ათწლეულების განმავლობაში.
2019 წლის აპრილში NATO გეგმავდა ორგანიზაციის 70 წლისთავთან დაკავშირებით ალიანსის ლიდერების ვაშინგტონში შეკრებას, თუმცა ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრების დონემდე დაქვეითდა.
New York Times-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სფეროს ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ორიენტირებულია ძირი გამოუთხაროს აშშ-ის და ევროპის სოლიდარობას. მიზანი კი არის ნატოს პოზიციების შემცირება, რომელსაც მოსკოვი საფრთხედ განიხილავს.
გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ ნატოდან გამოსვლით ტრამპი , „რუსეთის ლიდერისთვის ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან საქმეს“ მის მაგივრად გააკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები






