გასულ კვირას სამთავრობო ჯარებმა ქალაქის მათ კონტროლქვეშ გადასვლის შესახებ გააკეთეს განცხადება, თუმცა ცოტა ხანში მათ ქალაქი დაკარგეს და ქალაქში „ისლამური სახელმწიფოს“ მებძოლები შევიდნენ, რომლებმაც შენობების დაწვა დაიწყეს.
ქალაქის დატოვება სამთავრობო ჯარებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაიწყო. როიტერის წყაროები მიუთიტებენ მთავრობის ჯარის დიდ დანაკარგებზე, ჯარისკაცების მძიმე მორალურ მდგომარეობაზე და აღჭურვილობის ნაკლებობაზე.
რანი არ არის პირველი ნიგერიული ქალაქი, რომელსაც ISWA-ს მებრძოლები აკონტროლებენ. ადრე მათ აიღეს ქალაქი ბაგა და რამდენიმე ქვეყნის კომბინირებული ძალების შტაბს. ბაგადან 30 ათასზე მეტი ადამიანი გაიქცა.
„დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფო“ 2016 წელს ჩამოყალიბდა, ის გამოეყო ტერორისტუ დაჯგუფება ბოკო ჰარამს, რომელიც ნიგერიის ტერიტორიაზე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები






