"მე მომეწონა დათოს საქციელი...მისი წასვლაც და ნინას მარტო დატოვებაც..."
საზოგადოება - 12:07, 15 Jan, 2019     3027
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება ნინასა და დათოს ოჯახის მიმართაა. ნინას ჯანმრთელობის პრობლემებმა და რთულმა მდგომარეობამ ახალი, სადავო თემები და მაყურებლის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ლევან ყოჩიაშვილთან ინტერვიუს ჟურნალი "თბილისელები" ავრცელებს:
ლევან ყოჩიაშვილი: მე მომეწონა დათოს საქციელი. მას რომ თავიდანვე დაემძიმებინა სიტუაცია, მერე როლს განვითარება აღარ ექნებოდა. ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ ჯობდა, თავიდან მძიმე ემოციური მდგომარეობა თავიდან აერიდებინა, თითქოს ტვინამდე არ უშვებდა – არ უნდოდა, ასე უცებ დაეჯერებინა, რომ ასეთ პრობლემასთან ჰქონდათ საქმე. მგონია, რომ ასეთ დროს ყველა ცდილობს, რეალობას გაექცეს და ასე იყო დათოც, სანამ საბოლოო დასკვნები არ დაიდო. ადრე თუ გვიან მაინც დადგა ეგ მომენტი, როცა რეალობის აღიარება მოუწია.


– განსაკუთრებით იმ მომენტმა გამოიწვია კრიტიკა, როცა იმ მდგომარეობაში ნინასთან დარჩენას ძმაკაცებთან ყოფნა არჩია. მეუღლე ყველაზე რთულ მომენტში მარტო დატოვაო... არაერთი უაყოფითი კომენტარი წავიკითხე.


– ეგეც იმიტომ, რომ ჯერ არ უნდა, რეალობას თვალებში შეხედოს და ცდილობს, რაც შეიძლება, დიდხანს გაექცეს ამ სიტუაციას. მგონი, ამით ნინასაც უმსუბუქებს მდგომარეობას, იმიტომ რომ ასეთი დიაგნოზი განაჩენივით ისმის. დათო კი დამატებით აღარ უმძაფრებს, მისი წასვლაც და ნინას მარტო დატოვებაც ამის გამომხატველია, მაგრამ როცა უკვე დიაგნოზი დაზუსტდა და კითხვის ნიშნები აღარ დარჩა, მერე ხედავთ, როგორ უდგას გვერდით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42