„თვითმკვლელობამდე მამას ფულს სთხოვდა... დამ იპოვა ჩამომხრჩვალი ოთახში...“- რა გახდა 19 წლის ბიჭის სუიციდის მიზეზი
საზოგადოება - 11:20, 14 Jan, 2019     4352
თვითმკვლელობის მორიგი ფაქტი თბილისში -19 წლის ახალგაზრდამ თავი სახლში ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი წალენჯიხის რაიონის სოფელ ფანხულანიდან იყო და ის დასთან ერთად, თბილისში ნაქირავებელ სახლში ცხოვრობდა.


როგორც „რეზონანს“ ადგილობრივები უყვებიან, ახალგაზრდა დასთან ერთად დედაქალაქში სწავლობდა და მას საკმაოდ ნიჭიერ და დადებით ადამიანად ახასიათებენ. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა ემიგრანტია და საზღვარგარეთ მუშაობს.

მათთვისაც გაუგებარია რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი. ისინი გარდაცვლილის მხრიდან აზარტული თამაშისკენ მიდრეკილებას ან ვალების არსებობას გამორიცხავენ.

ფახულანის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ჯონი ბობოხია „რეზონანსთან“ ყვება, რომ გარდაცვლილი საკმაოდ სხარტი აზროვნების დ კომუნიკაბელური ახალგაზრდა იყო. ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მას რაიმე პრობლემები ჰქონოდა.

პირიქით, გამგებელი ამბობს, რომ ემიგრაციაში მცხოვრები დედა შვილებს არაფერს აკლებდა და მათზე მშობლები განსაკუთრებულად ზრუნავდნენ.

ახალგაზრდამ თავი საკუთარ ოთახში ჩამოიხრჩო. ის უკვე გარდაცვლილი დამ იპოვა.

„საკმაოდ კარგი ახაგაზრდა იყო. მის შესახებ რაიმე უარყოფითის თქმა გამიჭირდება. ოჯახიც შოკშია, არავინ იცის რატომ ჩაიდინა ეს. როგორც ყვებიან, მამასთან კომპიუტერით უსაუბრია, უთხოვია - ფული მჭირდება და გადმომიგზავნეო. მამამისმაც მაშინვე გადაუგზავნა. ამ საუბრის შემდეგ კი ოთხი საათი იყო გასული, ოთახში შესულა და თავი ჩამოუხრჩვია.

„დაც სახლში ყოფილა. უკვე გარდაცვლილი მას უპოვია. დედა ემიგრანტია, საზღვარგარეთ მუშაობს. ორივე და-ძმა სტუდენტები არიან და თბილისში ნაქირავებელ სახლში ცხოვრობდნენ. არც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და არც რაიმე სხვა პრობლემები ჰქონია. ოჯახს უხასიათობაც კი არ შეუმჩნევია, რომ რაიმე ეჭვი გასჩენოდათ.

„ძალიან მძიმე ამბავია. არ ვიცი რა ვთქვა. მშობლები ზედ იყვნენ გადაყოლილი და რა უნდა გამხდარიყო ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, რთული სათქმელია“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ჯონი ბობოხია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს ,რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: რეზონანსი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42