„მადლობა გადაუხადა პერსონალს... გაუგებარია, კლინიკიდან გაწერისთანავე იმიჯისშემლახავი პოსტის გამოქვეყნების მოტივაცია"- რესპუბლიკური საავადმყოფო უკმაყოფილო პაციენტის ბრალდებებს უარყოფს
საზოგადოება - 15:24, 11 Jan, 2019     2671
ბრიტანეთის მოქალაქის, ეკა ტიკარაძის მიერ "რესპუბლიკური საავადმყოფოს" მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნატა ხურციძე ეხმაურება.

როგორც „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ პიარსამსახურში აღნიშნავენ, პაციენტს მკურნალობა სამედიცინო დახმარება პროტოკოლის სრული დაცვით ჩაუტარდა.

მეტიც, კლინიკაში ირწმუნებიან, რომ ტიკარაძეს სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს:

„პაციენტმა ე.წ. გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს მომართა თვითდინებით, 10/01/19 წ. 03:30წთ-ზე, ჩივილებით: სუნთქვის გაძნელება, ხველა, მოხრჩობის შეგრძნება. მას გაეწია სამედიცინო დახმარება პროტოკოლის სრული დაცვით, ჩაუტარდა შესაბამისი დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული კვლევები და პროცედურები ჰიგიენური ნორმებისა (რაც გულისხმობს, რომ პაცინტს გაეწია მომსახურება მედპერსონალისგან ხელთათმანით, პირბადით და ა.შ ) და პროტოკოლის სრული დაცვით მას შემდეგ, რაც დადგა დამატებითი კვლევების აუცილებლობა პაციენტს და მის ახლობლებს განემარტათ ამის შესახებ. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან დაზუსტებული დიაგნოზით 10/01/19 11:00 წთ-ზე, შესაბამისი დანიშნულებით, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

პაციენტს არ გამოუხატავს პრეტენზია ადგილზე სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, მადლობა გადაუხადა მორიგე პერსონალს. ჩვენთვის გაუგებარია, კლინიკიდან გაწერისთანავე პაციენტის მიერ სამედიცინო დაწესებულებისა და მისი მედპერსონალის იმიჯის შემლახავი პოსტის გამოქვეყნების მოტივაცია.

პაციენტმა შემოსვლისთანავე დააფიქსირა მხოლოდ უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა სამედიცინო დახმარების მიღებას სხვადასხვა კლინიკაში. შემოსვლისთანავე განაცხადა, რომ იყო უცხოეთის მოქალაქე და დაიწყო გარკვევა ჩვენი კლინიკა იყო თუ არა მისი უცხოური დაზღვევის პროვაიდერი, რაზეც მედპერსონალმა განუმარტა, რომ პირველ რიგში, გაუწევდნენ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას და პარალელურად გაარკვევდნენ დაზღვევა-დაფინასების საკითხს. პაციენტი მოთავსდა ობსერვაციის დარბაზში საწოლზე, რომელიც დამუშავებული იყო სადეზინფექციო ხსნარებით და გამოცვლილი იყო თეთრეული. მკურნალობის დაწყებიდან მალევე მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, რის შემდეგაც პაციენტმა უპასუხა თავისი სადაზღვევო კომპანიის სატელეფონო ზარს. საუბარი დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც პაციენტს მუდმივად ახსენებდა მორიგე პერსონალი, რომ ინჰალაციის შეწყვეტა ავნებდა მის ჯანმრთელობას. მასსა და მორიგე პერსონალს შორის კეთილგანწყობილი კომუნიკაცია გრძელდებოდა გაწერამდე.

კლინიკას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის და მაღალი მომართვიანობის გამო, ღამის საათებში ამოეწურა ერთჯერადი ჭიქების მარაგი, რის გამოც პაციენტს ერთჯერადი სტერილური შპრიცით მიეწოდა წყალი, თუმცა, აღნიშნული მალევე გამოსწორდა. ღამის განმავლობაში პაციენტს კლინიკაში ყოფნის დროს მედპერსონალის მიმართ პრეტენზია არ დაუფიქსირებია, მთელი ღამის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა კომუნიკაცია მედპერსონალს, პაციენტსა და მის ახლობლებთან (დედა, შვილი).

ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია პაციენტზე, მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებაზე, მედპერსონალის კვალიფიკაცია კი მუდამ იყო და იქნება მაღალი.

ჩვენი კოლექტივი გისურვებთ ჯანმრთელობას!“- აცხადებენ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“.

ბრიტანეთის მოქალაქე ეკა ტიკარაძემ "რესპუბლიკურ საავადმყოფოს" მძიმე ბრალდებები გუშინ წაუყენა. ქალი ყვებოდა, რომ ჰიგიენისა და მომსახურების კუთხით, საავადმყოფოში უმძიმესი პირობები დახვდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42