სოფელი იმერეთში, რომელიც საახალწლოდ ბავშვებმა მორთეს (ფოტოები)
საზოგადოება - 14:13, 11 Jan, 2019     1366
სხვა დროს ჩვეულებრივ ცარიელი და ბნელი დასახლება – ზღაპრულ სოფლად ბავშვებმა აქციეს.

ხარაგაულის სოფელ ლაშეში 17 ბავშვი ცხოვრობს. თითოეული მათგანი, ისევე, როგორც სხვა ბავშვები, ახალ წელს განსაკუთრებით ელოდებოდა.

"ვლაპარაკობდით და ვნატრობდით უფრო ხალისიან ახალ წელს," – ჰყვება 14 წლის დიანა ლომსაძე, რომელმაც თანატოლებთან ერთად გადაწყვიტა, განწყობაც თავად შეექმნათ და სოფელიც თავადვე გაელამაზებინათ.

მოზარდებმა იდეა უფროსებს გაანდეს და ისინიც ხალისით შეუერთდნენ.

სოფლის გალამაზებისთვის ხუთ დღიანი შრომა და ცოტა ფული დასჭირდათ. შედეგად დიდმა და პატარა ლაშელებმა სოფლის ცენტრი საახალწლოდ ერთობლივად მორთეს.

"ჩვენ თვითონაც გავხდით ბავშვები. ყველა გაერთიანდა, მოხუციც ახალგაზრდაც," – ამბობს ადგილობრივი ნიკა მანჯავიძე, რომელიც დიდი ხანი არ არის დედაქალაქიდან სოფელს დაუბრუნდა.

ლაშეში საახალწლო სამზადისს სოფლიდან დედაქალაქში წასული ადგილობრივებიც შეუერთდნენ. აკრებილი თანხით იყიდეს სათამაშოები, განათებები.

ზოგი დეკორაციად აქციეს, ზოგიც ხეს შემოხვიეს და ლაშეც განათდა.

ადგილობრივებმა ლაშეში საახალწლოდ სოფლის ერთობლივად გალამაზების ტრადიცია დაამკვიდრეს და განაცხადეს, რომ კიდევ უფრო ორგანიზებულად დახვდებიან მომდევნო ახალ წელს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენებმა, სოფლის გალამაზებისთვის ლაშეში მცხოვრებ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადეს.

წყარო:Kutaisipost.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42