იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, არსებული დინამიკა მიუთითებს, რომ გრიპის შემთხვევები კლებულობს. მისივე განცხადებით, დღეის მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი მკურნალობს.
„დეკემბრის ბოლო კვირა ჯამური მომართვიანობა იაშვილში 483 პაციენტს შეადგენდა, იანვრის პირველ კვირაში ჯამური მომართვა 405 პაციენტი იყო. დღეს, დილით, იაშვილში წევს 63 პაციენტი, სადაც დადგენილი გვაქვს გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადების კლინიკური ნიშნების მიხედვით. პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში - მათი რიცხვი არ შეცვლილა, დღესაც მკურნალობს სამი პაციენტი. წინა წლების გამოცდილებიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით თებერვალსა და მარტში შემთხვევების მატებას,“- განაცხადა ივანე ჩხეიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






