მსახიობ ირაკლი ჩხიკვაძისთვისაც, რომელიც დეტექტივს თამაშობს, მისი პერსონაჟის ხაზის ასე მოტრიალება სრული სიურპრიზი იყო. ქვრივ მამკაცს, რომ თამაშაბდა თავადაც ერთი თვის წინ გაიგო და მისთვის ეს ემოციურად მძიმე გადასატანი აღმოჩნდა.
"ჩემ გმირზე მუშაობა ისე დავიწე, წარმოდგენა არ მქონდა თუ მისი ოჯახური ცხოვრება ილუზია იქნებოდა. სცენარისტის მთავარი მოთხოვნა იყო, ცოლ-ქმრის ურთიერთობა და დიალოგები მაქსიმალურად იდეალური ყოფილიყო. ასეთი იდილეა ცოტა არ იყოს მაფიქრებდა, მაგრამ ეჭვადაც ვერ გავივლე, რაც სცენარისტს ჰქონდა ჩაფიქრებული"
ახლა, რაც გამჟღავნდა, რომ თქვენს გმირს ცოლი არ ჰყავს თქვენს თანაშემწე მარიამს აქვს შანსი დაიპყროს თქვენი გული?
"მარიამი ძალიან კარგი გოგოა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კარგია თუ მარიამი შეძლებს და დააბრუნებს შუკაკიძეს რეალურ ცხოვრებაში. ეს ბრძოლა ძალიან საინტერესო იქნება" - ამბობს ირაკლი ჩხიკვაზე ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






