„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ შს სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა. დავა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვების საკითხს ეხება. შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ასლანბეკ დადაევს საზღვრის გადმოკვეთაზე უარი 2018 წლის 7 ნოემბერს უთხრა. EMC აღნიშნულს უასაფუძვლო უარს უწოდებს.
„გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. მხოლოდ ფორმალური მითითება არის, რომ ასლანბეგ დადაევი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
კანონმდებლობაში არსებული ზოგადი ჩანაწერი და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში კრიტერიუმები, რა საფუძვლებით უნდა შემოვიდეს საქართველოში პირი არ არის გაწერილი. მნიშვნელოვანია ,რომ ეს საკითხები დარეგულირდეს“-ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი დავით ბერძული.
მასალის გამოყენების პირობები






