"ექთანი მთელი ღამე უხელთათმანოდ მემსახურა... როცა ნახეს, ბრიტანეთის მოქალაქე ვარ, ირკვევა, რომ ორივე ფილტვი სუფთაა" - რას ჰყვება "რესპუბლიკურში" მისული ქართველი პაციენტი
საზოგადოება - 17:12, 10 Jan, 2019     45008
ბრიტანეთის მოქალაქე ეკა ტიკარაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ის „ნიუპოსტს“ უყვება, რომ რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა, სასწრაფო კი გამოძახებაზე არ მივიდა. რის შემდეგაც, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკუთარი სახსრებით, ტაქსით მივიდა, თუმცა „ნამდვილი კოშმარი“ ამის შემდეგ დაიწყო.


ტიკარაძე ეჭვობს, რომ გრიპის ვირუსის ფონზე კერძო კლინიკები, სახელმწიფოს მხარადჭერით ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობენ და „ფულს აკეთებენ“.

„ოთხი დღეა არ ვარ კარგად, ნელ-ნელა უარესდებდა სიტუაცია. დაბალი სიცხეები და მძიმე ხველა.

წუხელ უკვე სასწრაფო გამოვიძახეთ, რომელსაც 6 საათი ველოდეთ და მერე გავაუქმეთ და ტაქსით ვისარგებლეთ.

სასწრაფო მარტო ზემოთ ნახსენები სიმპტომისთვის არ გამომოძახია. რატომღაც ჩემთვის ძალიან მაღალი წნევა მომცა. განსაკუთრებულად გულმა შემაწუხა (105ზე მქონდა გულის წევა). ლოგინიდან ვერ ავდექი, ამიტომ საკუთარი (ან ნებისმიერი) მანქანით ვერსად წავიდოდი. მინდოდა ადგილზე აღმოეჩინათ დახმარება, რაც არ მოხდა.

თვითნებურად გავუწიე თავს სასწრაფო დახმარება და მერე ტაქსით გავიქეცით ადგილობრივ კლინიკაში, საიდანაც გაგვაქცუნეს დიღომში, საიდანაც მერე გაგვიშვეს რესპუბლიკურში.

იქ წინასწარ "დამიდგინდა" მარჯვენა ფილტვში ანთება/ანომალია და დამაწვინეს, რომ დილას ხელმეორედ გადაეზუსტებინათ. სანამ სამედიცინო საკითხებზე გადავალ, მოდით მოგახსენებთ ელემენტარულ საკითხებზე ინფორმაციას.

1. "კარანტინი"ს პირობებში, სხვის ზეწარში აპირებდნენ რომ ჩავეწვინე. პროტესტი რომ განვაცხადე, შედარებით უკეთესზე (თუმცა მაინც არ მგონია სუფთაში) დამაწვინეს.

ექთანი მთელი ღამე უხელთათმანოდ მემსახურა, თან მარტო მე ვიყავი და "მომსახურების" შორის, ტელეფონი არ დაუდია ხელიდან. მერე ერთი-ორჯერ ჩაიცემინა, ჩაიხველა ხელში და იმ ხელით შემიცვალა წვეთოვანიც და ინგალატორიც.

2. საპირფარეშოში არც საპონი და არც ხელსაწმენდი არ იყო. როდესაც "ტუალეტის" ქაღალდი მოვითხოვე, მაგაზეც მითხრეს, რომ არ ჰქონდათ და მის მაგივრად ბინტი მომცეს. დიახ, მეგობრებო, ბინტი ტუალეტის ქაღალდის შემცვლელი საშუალებაა, იცოდით თქვენ?

3. წყლის არც ჩვეულებრივი და არც ერთჯერადი ჭიქები არ არის რესპუბლიკურში, ამიტომ ამ შემთხვევაში უზარმაზარი შპრიცით მოგიწევთ წყლის დალევა...

ეხლა თვით სამედიცინო განხრით ვისაუბროთ

1. სასწრაფოს არ ელოდოთ. ხელოვნური "კრიზისია", რომ არ ისარგებლოთ უფასო სასწრაფო დახმარებით.

სხვაგან არ ვიცი, მაგრამ რესპუბლიკურში სასწრაფო დახმარების მისაღები ცარიელი იყო წუხელის. ექიმებს და ექთნებს კი უამრავი დრო ჰქონდათ ან ეძინათ ან ინტერნეტით ისე ყოფილიყვნენ გართული, რომ მე ვახსენებდი, სიცხე წნევა და ინგალაცია შეემოწმებინათ.

2. დიაგნოზს ნუ ენდობით. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ფინანსური სტატუსით ხართ მისული. რა სახის (ან სართოდ თუ რაიმე სახის) დაზღვევით ხართ და კიდევ რამდენად ჩახედული ხართ თავად თქვენ, მედიცინაში, დიაგნოზსა და დანიშნულებებში.

როგორც თავიდან დავიწყე, პირველადი დიაგნოზით და რედგენის სურათით "დადგინდა" მარჯვენა ფილტვში დარღვევები. დამაწვინეს და თან მომამზადეს, რომ შეიძლება ერთი-ორი დღე არ იყოს საკმარისი ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება (ეს მაშინ, როცა ნახეს, რომ ვარ ბრიტანეთის მოქალაქე და არ მაქვს საყოველთაო დაზღვევა)

დაწვენიდან, დაახლოებით, ერთ საათში მირეკავს ჩემი ბრიტანული დაზღვევის აგენტი, ვრთავ მას მიკროფონზე, რომ ინფორმაციის ჩაწერაც მოვახერხო. ყველას ესმის ჩემი ბრიტანული აქცენტით საუბარი, ბრიტანელ აგენტთან.

რის მერეც ვაცნობებ ბრიგადას, რომ გადავიხდი ყველაფერს, უბრალოდ, მომიმზადონ ფორმა 100 (დეტალურად) და დეტალურად დამიწერონ დიაგნოზიც, რაც ჩამიტარდა და ხარჯთაღრიცხვა.

დილას თენდება და მიღებენ განმეორებით რედგენა (ამჯერად შედარებით თანამედროვე აპარატით) და ირკვევა რომ აბსოლუტურად სუფთაა ორივე ფილტციც და მხოლოდ ასთმური შეტევა და სპაზმები მახრჩობს....

დასკვნები თქვენთვიწ მომინდია!”- აცხადებს ეკა ტიკარაძე.

"ექთანი მთელი ღამე უხელთათმანოდ მემსახურა... როცა ნახეს, ბრიტანეთის მოქალაქე ვარ, ირკვევა, რომ ორივე ფილტვი სუფთაა" - რას ჰყვება "რესპუბლიკურში" მისული ქართველი პაციენტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42