"გარდაცვლილია 13 ადამიანი, 44 რეანიმაციაშია" - ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო განცხადება
საზოგადოება - 15:46, 10 Jan, 2019     3887
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიაში პრესკონფერენცია გამართა სადაც, გრიპის ვირუსის შედეგად ლაბორატორიულად დაზუსტებული შემთხვევების შესახებ ისაურა.


მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 13 ადამიანი, 44 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

სერგეენკო ამბობს, რომ დაავადების რაოდენობა მცირდება, თუმცა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა 616-დან 845-მდეგაი ზარდა.

„დღევანდელი მდგომარეობით დაავადების რაოდენობები მცირდება, რაოდენობრივად მიდის შემცირებისაკენ, თუმცა იქ, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, ასეთ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ. ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა გაიზარდა 616-დან 845-მდე და თუკი 39 ადამიანი იყო გუშინდელი მდგომარეობით რენამაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მდგომარეობით ეს არის უკვე 44 პაციენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დაზუსტებული გარდაცვალებების შემთხვევა არის 13, თითოეული მათგან დიდი ტრაგედია არის და მე არაწორად მიმაჩნია ახლა თითოეულის ჭრილში ვისაუბროთ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ეს არის ზოგადად ერთი მხრივ თანამდევი დაავადებები, მეორე მხრივ ის გარდაუვალი გართულების პროცენტი, რაც არის - 0,3% რაც გრიპის წილად მოდის მთლიანი გარდაცვალებების პროცენტში და მესამე არის მკურნალობის დაგვიანებით დაწყება (პირველი ორი დღე-ღამის შემდეგ დაწყება) ეს არის ძირითადი მიზეზები“, - განაცხადა სერგეენკომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42