"სასწრაფოს მძღოლი, რომელსაც ტრაგედია შეემთხვა ყოველთვის პატიოსნად ასრულებდა თავის მოვალებას" - თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი
საზოგადოება - 15:08, 10 Jan, 2019     4886

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და სოციალური ქსელის მომხმარებლების ბრალდებებს პასუხობს.

"ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ მომხდარი ტრაგედია, სამწუხაროდ, სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებლის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდების საბაბი გახდა, რომ თითქოს დედაქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ნაკლებობაა, რის გამოც ექიმები და მძღოლები გადაღლილები არიან.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დღეს დედაქალაქს ემსახურება საკმარისი რაოდენობის ბრიგადები, რომლებიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით და მძღოლებით.

მაშინ, როდესაც მოსახლეობის სიმჭიდროვის თვალსაზრისით, თბილისის მსგავს ევროპულ ქალაქებში 20-25 ათას მოსახლეზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ერთი ბრიგადა მოდის, თბილისში ერთი სამედიცინო ეკიპაჟი დაახლოებით, 12 ათასი მოქალაქის მომსახურებაზეა გათვლილი.

რაც შეეხება მომხდარი ტრაგედიის მიზეზს, ცხადია, მას გამოძიება დაადგენს, თუმცა ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების შრომის პირობები და მუშაობის გრაფიკი რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით: „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-14 მუხლისა და ,,სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის N329 დადგენილების თანახმად, ჯანმრთელობის დაცვას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობას გააჩნია სპეციფიური სამუშაო რეჟიმი და ეს საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში. თავის მხრივ, ცენტრი სრულად იცავს კანონის მოთხოვნებს.

ცენტრის პერსონალის სამუშაო განრიგი საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პრიმა პუნქტისა და შრომის ხელშეკრულების თანახმად, განსაზღვრულია ცვლიანობის პრინციპით.

ზუსტად ამ განრიგით მუშაობდა მძღოლიც, რომელსაც ტრაგედია შეემთხვა. აქვე იმასაც დავძენთ, რომ ეს ადამიანი ყოველთვის ზედმიწევნით პატიოსნად და პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და ცენტრში მუშაობისას არც ერთი ადმინისტრაციული სასჯელი ან საყვედური არ მიუღია. მომხდარი კი, როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, იყო უბედური შემთხვევა, რის გამოც კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას.

რაც შეეხება გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსით დაავადებებს და ამის გამო სასწრაფოსადმი მიმართვიანობის გაზრდას, არაერთხელ ითქვა, რომ ასეთი დაავადებები საჭიროებს ოჯახის ექიმის, თერაპევტის ან პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი და სსიპ „112“ მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა ოპერატიულად გაუწიონ დახმარება მოსახლეობას და მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ბოლო დღეებში უკვე დაიკლო ამ მიზეზით სასწრაფოს გამოძახების რიცხვმა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ ცენტრის ექიმებს და მძღოლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, უწყვეტ რეჟიმში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ ჩვენს თანამოქალაქეებს" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42