"თუ სიცხე არის 40 გრადუსი, ძმარი არ არის ეფექტური" - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის რჩევები ვირუსთან ბრძოლისას
საზოგადოება - 12:51, 10 Jan, 2019     6275

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ყარამან ფაღავამ „ავტორადიოს“ეთერში სტუმრობისას ვრცლად ისაუბრა იმუნიტეტის ამაღლების ეფექტურ საშუალებებზე.

კითხვაზე, რატომ შეიცვალა მიდგომა დღეს გავრცელებულ დაავადებებთან მიმართებაში, პედიატრი ამას დეტალურად ხსნის. განსაკუთრებით კი საუბრობს ისეთ გავრცელებულ სიმტომებზე, როგორიცაა ცხელება და ხველა:

„პირველ რიგში ცხელების თაობაზე ვისაუბრებ. მთავარი ის კი არ არის მარტივად ვებრძოდით თუ ცუდად, მთავარი ის არის, რა შედეგით ვებრძოდით. დღესდღეობით დადგენილია, რომ ცხელების წინააღმდეგ საუკეთესოა იბუპროფენისა და პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ არის გვერდითი მოვლენები, ამიტომ საუკეთესოა ტრადიციული მეთოდები მედიკამენტებთან ერთად გამოვიყენოთ. თუ სიცხე არის 40 გრადუსი, ნუ დაველოდებით წამლის მოქმედებას, მაშინვე ოთახის ტემპერატურის წყლით სავსე აბაზანაში ჩავსვათ ბავშვი. ძმარი არ არის ეფექტური. რაც შეეხება ხველას, ის უფრო მძიმე გახდა. იმიტომ, რომ ხველას ძირითადად საფუძვლად გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა და ქრონიკული ანთება უდევს, რომელიც ხშირი ინფექციების, ალერგიისა და რესპირაქციული დაავადებების მიზეზია. ასევე, გააჩნია ხველასაც. არის ხველა, რომელსაც ორთქლით, ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია და ამოსახველებლები შველის. შეგახსენებთ, რომ ამოსახველებლები საღამოს 18:00 საათის შემდეგ არ შეიძლება. თუ ხველა ღამით არის, მაშინ ანტიჰისტამინურ საშუალებებს, დამამშვიდებლებს გამოვიყენებთ. პრობლემაა შემაწუხებელი ხველა და ამ დროს ყველაზე ეფექტურია ბრონქოდილატატორები და ეპინეფრინი. უნდა ვეძებოთ ხველების მიზეზი და პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციების თავიდან არიდება" - აღნიშნა ყარამან ფაღავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42