41 წლის ქალი, რომელიც ციროზითაა დაავადებული გაუსაძლის პირობებში 14 წლის შშმ ქალიშვილს უვლის - თამილა ჩიხრაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 12:44, 10 Jan, 2019     1272
ჩიხრაძეების ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათი მძიმე ყოფა არავის აინტერესებს... არადა როგორ უყვართ ჩვენს პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო დაპირებების მიცემა, ხოლო როდესაც გაინაღდებენ ადგილს პარლამენტში თუ მთავრობაში, ავიწყდებათ სიდუხჭირეში მცხოვრები მოსახლეობა.

41 წლის თამილა ჩიხრაძე ფილტვების ციროზითაა დაავადებული. ამ ვერაგმა დაავადებამ ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობა საკმაოდ შეარყია. საკუთარი ავადმყოფობის გარდა, თამილას კიდევ ერთი მოურჩენელი იარა აწუხებს - იგი უვლის 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობების ქალიშვილს. მისი მეუღლე უმუშევარია. თუ რაიმე სეზონური სამუშაო გამოჩნდება ქალაქში, იგი არ იშურებს ძალ-ღონეს, რომ მცირედი ფული მაინც იშოვოს ოჯახის გამოსაკვებად.

ჩიხრაძეების ოჯახი სანახევროდ შიმშილობს, მათ არც წამლების საყიდელი ფული გააჩნიათ და არც შეშის, წყალი სიშორიდან მოაქვთ, ხოლო საოჯახო საქმეების კეთება ავადმყოფ ქალს თავად უხდება. ხანდახან რომელიმე კეთილი მეზობელი პურს მიაწვდის ან რაიმე ძველ ტანსაცმელს და ისინიც უზომოდ ბედნიერნი არიან.

- თამილა, ადგილობრივი ხელისუფლება გეხმარებათ?

თამილა: არა, არავინ გვეხმარება. ყველასაგან დავიწყებულნი ვართ

- რით ცხოვრობთ?

თამილა: თუ რაიმე მუშის სამუშაო გამოჩნდა ჩემი მეუღლე მაშინათვე გაექანება ქალაქში, რომ ლუკმა-პურის საყიდელი ფული იშოვოს. ეს ჩვენთვის დღესასწაულის ტოლფასია. ხანდახან აგროვებს ჯართს და აბარებს, მაგრამ ეს იმდენად მწირი თანხაა, რომ პრაქტიკულად მშივრები ვართ.

- თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე როგორია?

თამილა: ძლიან ცუდად ვარ. ციროზი- საშინელი დაავადებაა. შეტევების დროს საშინლად ვახველებ. ძვლებიც მტკივა, მაგრამ რა უნდა ვქნა, ჯერ-ჯერობით ვუძლებ. ბარბარეს, ჩემს ქალიშვილს, დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. მთელი დღე დაძაბული ვარ და თვალს ვადევნებ, რომ რამე ხიფათში არ ჩავარდეს, ეზოში თავი არ გაიტეხოს, არ დაეცეს....

- წამლების ფულს სად შოულობთ?

თამილა: არსად. არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან საჭმელი ან წამალი. ეს უკანასკნელი რომ ვიყიდი, შიმშილით სული ამოგვხვდება. თვეში ერთხელ გამოკვლევაზე უნდა ვიარო, მაგრამ არც ექიმის ფული მაქვს და არც ტრანსპორტის ქალაქში წასასვლელად. მე ჩემს თავზე ხელი ჩავიქნიე უკვე. სხვა გზა არ არის...მხოლოდ ჩემი შვილის ბედი მაწუხებს და მკლავს...

-წამლების გარდა რა გჭირდებათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად?

თამილა: რა თქმა უნდა საკვები პროდუქტები, თუმცა არც თეთრეული გვაქვს, არც საოჯახო ნივთები, არც შეშა და არც თბილი ტანსაცმელი.

- თუ გაქვთ იმედი, რომ სიტუაცია როგორმე გაუმჯობესდება?

თამილა: მხოლოდ ღმერთის იმედით ვარ, რომ მოგვივლენს კეთილ ადამიანებს, რომლებიც მოგვხედავენ, დაგვაპურებენ, დაგვეხმარებიან გვანუგეშებენ...ღმერთო მაღალო, გადმოგვხედე!

მეგობრებო, ჩიხრაძეების ოჯახი დღეს უმძიმეს ვითარებაში იმყოფება. მოდით, გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი, არ დავიზაროთ და მივცეთ ამ ადამიანებს შვება, ვაჩუქოთ მომავლის იმედი, ისინი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან!

თუ გაქვთ სურვილი, რომ მათ დაეხმაროთ ფინანსურად, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჩიხრაძეების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42