ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ბოლო თავმჯდომარე ანატოლი ლუკიანოვი გარდაიცვალა
მსოფლიო - 11:27, 10 Jan, 2019     2062
ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ბოლო თავმჯდომარე, კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანატოლი ლუკიანოვი მოსკოვში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.


ლუკიანოვი ეს თანამდებობა 1990 წელს დაიკავა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტად მიხაილ გორბაჩოვის არჩევის შემდეგ. 1991 წელს ლუკიანოვმა მონაწილეობა მიიღო გორბაჩოვის „პერესტროიკის“ პოლიტიკის მოწინააღმდეგთა მიერ საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის შექმნაში. ამ კომიტეტის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის, „აგვისტოს პუტჩის“ შემდეგ ლუკიანოვი დააპატიმრეს და დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ გაათავისუფლეს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით. პუტჩის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დუმის მიერ 1994 წელს გამოცხადებული ამნისტიის საფუძველზე შეწყდა. მოგვიანებით, ლუკიანოვი სამჯერ აირჩიეს რუსეთის დუმის დეპუტატად სმოლენსკის ოლქიდან.

როგორც „რადიო თავისუფლება“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, ანატოლი ლუკიანოვი მიჩნეულია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში სეპარატისტული კონფლიქტების ხელოვნურად გამოწვევის იდეის ერთ-ერთ მთავარ ავტორად. „ლუკიანოვის დოქტრინად“ მოიხსენიებენ პროექტს, რომელმაც მიზნად დაისახა საბჭოთა კავშირიდან გასვლის მსურველ რესპუბლიკებში სეპარატისტული რეგიონების შექმნა. ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვიქტორ ალქსნისმა, რომელიც ამ პროცესში პირადად მონაწილეობდა, 2014 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ლუკიანოვის დოქტრინის“ შედეგია მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და დნესტრისპირეთის არსებობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42