თსუ-ში პროექტის „ვისწავლოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით“ პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 16:51, 09 Jan, 2019     896

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 150-მდე მოსწავლე ოთხი დღის განმავლობაში როლურ თამაშებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ჩაერთვება, ინფორმაციას მიიღებს ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის გარანტიების შესახებ. „ვისწავლოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით“ - ასე ჰქვია თსუ-სა და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის (IPEC) ერთობლივ პროექტს, რომლის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები იღებენ. მოსწავლეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია, IPEC-ის დამფუძნებელი, თსუ პროფესორი ვასილ გონაშვილი შეხვდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, სკოლის მოსწავლეებს ლექციებს თსუ პროფესორები წაუკითხავენ. „ძალიან კარგი ფორმატის პროექტია, ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი უფლებების შესახებ გაიგონ; ეს დაეხმარება მათ სამომავლო პროფესიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში. ველოდებით, რომ ამ 150 მოსწავლიდან ბევრი გახდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას თქმით, პროექტში სკოლის მოსწავლეების ჩართულობა მაღალია. „პროექტში მონაწილეობენ, როგორც თბილისის სკოლების, ასევე რეგიონიდან ჩამოსული მოსწავლეები. ეს იმას მოწმობს, რომ ინტერესი მართლაც ძალიან დიდია. სამართალი არ არის მხოლოდ კანონშემოქმედების პროდუქტი, სამართალი არის განათლების, მათ შორის იურიდიული განათლების, პროდუქტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ასაკიდან დაიწყოს განათლების მიცემა ბავშვებისათვის განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებები,“ - განაცხადა თამარ ზარანდიამ.

IPEC-ის დამფუძნებლის, თსუ პროფესორის ვასილ გონაშვილის ინფორმაციით, უნივერსიტეტისა და ზოგადად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებების, თავისუფლების დაცვა და განათლების უფლების ხელშეწყობა. „სწორედ სკოლის პერიოდიდან უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ადამიანის უფლებების დაცვა, რათა შემდგომ სწორი არჩევანი გააკეთონ და მათთვის პრიორიტეტული იყოს საკუთარი და სხვების უფლებების დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში,“ - აღნიშნა ვასილ გონაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის აკურის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ ნინი ბლუიშვილმა პროექტში მონაწილეობის მიზეზებზე ისაუბრა. „ჩემი მიზანია გავხდე კანონმორჩილი ადამიანი და შემეძლოს ჩემს უფლებებთან ერთად, დავიცვა სხვა ადამიანის უფლებები. ასევე გავეცნო სხვა კანონებს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაში დამეხმარება,“ - აღნიშნა სკოლის მოსწავლემ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. „ვისწავლოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით“ პირველი პროექტია, რომლის მეშვეობითაც სკოლის მოსწავლეებს როლური თამაშების სახით ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42