"ანტიქრისტე კაცობრიობას ინტერნეტით გააკონტროლებს" - რუსეთის პატრიარქი
მსოფლიო - 15:28, 09 Jan, 2019     2826
რუსეთის პატრიარქმა თავის მრევლს მოუწოდა, რომ გაჯეტებზე დამოკიდებულები არ გახდნენ, მისი მოსაზრებით სმარტფონებზე დამოკიდებულება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მსგავსად ადამიანს თავისუფლებას ართმევს. ამის შესახებ კირილმა საშობაო ინტერვიუში Россия-1-ის ეთერში ისაუბრა:


„ვინ არის ალკოჰოლიკი? - ადამიანი, რომელსაც დაკარგული აქვს თავისუფლება, მას არ შეულია ალკოჰოლის გარეშე ცხოვრება. ნარკოტიკიც, გაჯეტებიც - ეშმაკი ძალიან ბრძნულად მოქმედებს. აი თქვენ სათამაშოები, რომლებიც თქვენ უსაზღვრო თავისუფლებას გაძლევთ: არ არის განშორება, ყველაფერი თქვენს ეკრანზეა, ინფორმაციასთან წვდომა, ადამიანებთან გაზიარება, პირადი ურთიერთობების დამყარება, რა შეიძლება იყოს უკეთესი.“- განაცხადა კირილმა.

კირილის თქმით, ის შეშფოთებულია იმით, რომ გაჯეტების გლობალური ქსელი დღესდღეობით საშუალებას იძლება, რომ ადამანების მოდგმაზე უნივერსალური კონტროლი განხორციელდეს:

„ხვალ შეიძლება გამოჩნდეს მეთოდოლოგია და ტექნიკური საშუალება, რომელიც არამხოლოდ ამ ინფორმაციაზე წვდომას უზრუნველყოფს, არამედ ამ ინფორმაციას გამოიყენებს კიდეც. წარმოგიდგენიათ, როგორი ძალაუფლება იქნება კონცერტრირებული იმათ ხელში, ვისაც ექნება ცოდნა, თუ რა ხდება მთელ მსოფლიოში.“- აღნიშნა კირილმა.

რუსეთის პატრიარქის თქმით, ქრისტიანობის თვალსაზრისით მსოფლიოს ერთი ცენტრიდან მართვა ანტიქრისტეს მოსვლის წინაპირობაა:

„ანტიქრისტე - ეს ის პიროვნებაა, რომელიც მსოფლიო ქსელის სათავეში იქნება და გააკონტროლებს მთელ კაცობრიობას. ეს ნიშნავს, რომ თავად სტრუქტურა უკვე საშიშროებას წარმოადგენს. არ უნდა იყოს საერთო ცენტრი, უკიდირეს შემთხვევაში, უახლოეს მომავალში მაინც, თუ ჩვენ არ გვინდა რომ აპოკალიფსი მოახლოვდეს.“- განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

ამავე დროს კირიკმა განმარტა, რომ ის გაჯეტების კატეგორიული წინააღმდეგი არაა, მაგრამ მრევლს მოუწოდებს, არ დაივიწყონ პავლე მოციქულის სიტყვები „ყველაფერი სცადეთ და კარგი შეითვისეთ“:

„თუ გაჯეტები გაქვთ, გქონდეთ, მაგრამ არ ჩავარდეთ იმის მონობაში, რაც თქვენს ხელშია“- აღნიშნა კირილმა.

ეს სმარტფონებისა და ინტერნეტ ქსელის წინააღმდეგ კირილის პირველი განცხადება არაა, მსგავსი განცხადება რუსეთის პატრიარქმა 2018 წლის ზაფხულშიც გააკეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42