რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ეკლესია და მისი წმინდა სინოდი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც მოსაყდრე შიომ განაცხადა, გადაწყბეტილება ტომოსის გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი.
სასულიერო პირთა ერთი ნაწილი ღიად აღიარებს საკუთარ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. მათ შორისაა მღვდელმონაზონი ანდრია სარია, რომელიც ფეისბუქის გვერდზე პოსტს ავრცელებს:
„ძალიან მოკლედ უნდა გამოიხატოს პოზიცია: უკრაინის ეკლესიას ვულოცავ ავტოკეფალიის მიღებას, ჩვენ, ეკლესიის თითოეულ წევრს გვაქვს უფლება მსოფლიო საპატრიარქოს კანონიერი გადაწყვეტილება მივიღოთ. რუსეთის იმპერიალისტური ვნება არასდროს დაცხრება, მისი საეკლესიო უკანონობა გულს გვისერავს, მაგრამ რატომღაც სიტყვიერად ვეფერებით, ხოლო უკრაინამ, რომელმაც დიდი გზა გამოიარა და როგორც იქნა მიიღო აღიარება, ჩვენ თავის გასამართლებელ პოზიციებს ველით თუ რატომ არ უნდა მივულოცოთ. ბოლო-ბოლო რომის პაპს ვღებულობთ, ვუგალობთ და მრავალჟამიერს ვუსურვებთ სვეტიცხოველში და უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მილოცვა გაგვიჭირდა?! ძალიან გასაგებია, თუმცა ამავე დროს ძალიან გაუგებარი!“ - წერს მღვდელმონაზონი ანდრია.
მასალის გამოყენების პირობები






