ოზურგეთში, ი. შემოქმედელის ერთ-ერთ ჩიხში ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც 112-ში მისი ზარი შევიდა და შველას ითხოვდა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცმა, ახალი წლის წინა დღეს, რომელიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
გამოძახების მიზეზად კი, ცოლის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაასახელა-"ჩემი ცოლი გაგაიჟდა, დახმარება მჭირდება".
მალევე ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია ერთად მივიდა. ახალგაზრდა ქალბატონი, რომლის თაობაზეც ქმარმა 112-ში დარეკა, მათ სრულიად ჯანმრთელი დახვდათ,
მთვრალმა მამაკაცმა პოლიციელების დანახვაზე გაღიზიანება ვერ დამალა და ერთ-ერთ სამართალდამცველს ფიზიკურად გაუსწორდა.
ცრუ შეტყობინებისა და პოლიციის ცემისთვის მამაკაცი დააკავეს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
წყარო: გურიის მოამბე.
მასალის გამოყენების პირობები






