საქველმოქმედო აქცია ოქრუაძეების ოჯახისთვის - ჩერნოვეცკის ფონდის შემოწირულობით 5-შვილიანი ოჯახი გაბედნიერდა
საზოგადოება - 11:33, 09 Jan, 2019     1140

ასეთი ახალი წელი ოქრუაძეების ოჯახს არასდროს უნახავს! საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ჩერნოვეცკის ფონდმა მათ დასახმარებლად რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, 50-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შემოწირულობამ შეადგინა 1143 ლარი. ამ თანხით ფონდმა შეისყიდა საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტკბილეული, ნაძვის ხე, სათამაშოები...

ოქრუაძეების 5-შვილიანი ოჯახი ოზურგეთში ცხოვრობს აუტანელ სიდუხჭირეში. მათი სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარია: სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, კედლები დაბზარულია, ფანჯრებში არ არის მინა, ზამთარში ოთახების გათბობა კი შეუძლებელია...

როდესაც ახალი წლის წინა დღეებში ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლები ოქრუაძეებს ხელდამშვენებულნი ესტუმრნენ, ბავშვებმა ერთხმად დაიძახეს : „თოვლის ბაბუა მოვიდა!“.

-ბავშვებო, თოვლის ბაბუა ოდესმე იყო თქვენთან?

ელგუჯა, 8 წლის: არა, მაგრამ ვიცოდი რომ არსებობს;

მათე, 7 წლის: ყოველდღე ვწერდი წერილებს თოვლის ბაბუას;

ანასტასია, 4 წლის: ზუსტად ასეთი თოჯინა მინდოდა, როგორიც მომიტანა თოვლის ბაბუამ;

ელგუჯა: ყველაზე მეტად გამიხარდა ნაძვის ხე, რადგან ყველას აქვს, ხოლო ჩვენ არასდროს გვქონია. სათამაშოებიც ლამაზია. ახლა უნდა გავაწყოთ ნაძვის ხე.

- თამარ, რას ეტყოდით ადამიანებს, ვინც თქვენი ოჯახისთვის შემოწირულობა გაიღო?

თამარ ოქრუაძე, 5 შვილის დედა: უპირველეს ყოვლისა, ყველას ვულოცავ ახალ წელს. ღმერთმა მოგცეთ სიკეთე, სიყვარული, ხვავი და ბარაქა! უღრმესი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ჩემი ოჯახისთვის თუნდაც ერთი ლარი გაიღო. თქვენ ისეთი სიხარული შემოიტანეთ ჩემს ოჯახში, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებ. ღმერთმა სულ გახარებული გამყოფოთ. დაილოცოს თქვენი ოჯახები!

ჩერნოვეცკის ფონდის დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში! ამავე დროს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ოქრუაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი კვლავინდებურად საჭიროებს დახმარებას. რა თქმა უნდა, საკვები პროდუქტები ამ ეტაპზე მათთვის გადამწყვეტია, თუმცა საწოლები ყველას არ ყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ.

თუ გაქვთ სურვილი, რომ მათ დაეხმაროთ ფინანსურად, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ოქრუაძეების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/383-oqruadze/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42