„პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხრიდან არაერთი სიყალბე და დავალებით წარმოთქმული სიტყვა მოგვისმენია“ - მღვდელმონაზონი ანდრია
საზოგადოება - 20:36, 08 Jan, 2019     2144
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მიერ გუშინ გასაჯაროებულ წერილს, რომელიც მეუფე პეტრემ სინოდს მიწერა, გამოხმაურება მოჰყვა საპატრიარქოს მხრიდან. პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ეთიკის დარღვევაზე მიანიშნებს და ამბობს, რომ მეუფე პეტრეს ჰქონდა უფლება, მოეთხოვა საკუთარი საკითხის განხილვა სინოდის სხდომაზე, თუმცა, მან ამის შესახებ სხვა მღვდელმთავრებს „მოკრძალებით“ უნდა სთხოვოს.

პროტოპრესვიტერის ამ განცხადებას პასუხობს მღვდელმონაზონი ანდრია სარია, რომელიც მიიჩნევს, რომ საკითხების შერჩევით განხილვა ყოვლად დაუშვებელია. მამა ანდრია ამბობს, რომ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხრიდან არაერთი სიყალბე და დავალებით შსრულებული განცხადებები გაკეთებულა.

„ამის მოქმედი იერარქები თუ მეორეჯერაც იგივენაირად იმოქმედებენ, კრების თანახმად თავად დადგებიან უმაღლესი მსჯავრის წინაშე. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ჩემთვის ცნობილია არცერთ სინოდზე მღვდელმთავრებმა წინასწარ არ იციან რომელი საკითხის გარშემო წარიმართება მსჯელობა, რაც თავისთავად დღემდე ქმნის უხერხულობას.

აკადემიის რექტორ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხრიდან არაერთი სიყალბე, ურთიერთსაწინააღმდეგო და დავალებით წარმოთქმული სიტყვა მოგვისმენია. სასულიეროში ასწავლიდა კანონიკურ სამართალს და ძნელი წარმოსადგენია მასშიც არ იწვევდეს შინაგან წინააღმდეგობას ის შეგნებული ტყუილი, რომელიც გააჟღერა ტელევიზიის საშუალებით. კარგი იქნება ახსოვდეს კრების განჩინება: ,,როდესაც მღვდლობის პატივში მყოფი მიიტაცებს მიტროპოლიტთა მსაჯულობას და მათ ბჭობაზე ადრე გამოუტანს განაჩენს ... ეპისკოპოსს, ის არ არის არც მღვდლობის პატივის, არც მღვდლის სახელის ღირსი.

ხოლო მის მიმდევრებს, თუ სამღვდელონი იქნებიან ისინი, უნდა წაერთვათ პატივი, ხოლო თუ მონაზვნები ან ერისკაცები იქნებიან, უზიარებელნი უნდა იყვნენ და ეკლესიიდან სრულიად უნდა განეყენონ, სანამ არ დაანებებენ თავს განხეთქილების მოქმედთა ერთობას...'' (ორგზი. კრება, კან. 13). წმინდა მამები ბრძანებენ: ,,ზნეობათა დაცემა, აი, ეგ არის გამომწვევი, ეკლესიის, როგორც სულიერი მთლიანობის დაღუპვის''. „ - აცხადებს მღვდელმონაზონი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42