„ვისოლის“ ტრადიცია - ყოველ ახალ წელს საქველმოქმედო სპექტაკლი ბავშვებს
საზოგადოება - 17:24, 08 Jan, 2019     942

„ვისოლმა“, რუსთაველის თეატრთან ერთად, საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა. წარმოდგენა „შობა ტიფლისში“ სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ვეტერანთა ბავშვებისთვის მოეწყო.

„მოხარული ვარ, საახალწლოდ კიდევ ერთხელ ვუმასპინძლოთ სოციალურად დაუცველ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და ვეტერანების შვილებს, რომელთაც ჩვენი ზრუნვა განსაკუთრებულად სჭირდებათ. ეს არის ჩვენი მოკრძალებული მხარდაჭერა. „ვისოლი“, რუსთაველის თეატრთან ერთად, უკვე მეოთხე წელია, საქველმოქმედო საშობაო ჩვენებებს მასპინძლობს, რომ ბავშვებს, რომელთაც არასოდეს ჰქონიათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ სპექტაკლს რუსთაველის თეატრში, საშუალება მისცეს, ეზიარონ მაღალ კულტურას და განსაკუთრებულად ჯადოსნურ გარემოში შეიგრძნონ სადღესასწაულო განწყობა“, -განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

სპექტაკლს ესწრებოდნენ ორგანიზაციების „ქვიშის საათის“, „ვორლდ ვიჟენის“, „ბერი ანდრიას ფონდის“, „კარიტასის“, „სოლიდარობის ფონდის“, „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ ბენეფიციარები.

„უკვე მესამე წელია, „ვისოლი“, რუსთაველის თეატრთან ერთად, საქველმოქმედო საახალწლო ჩვენებას მასპინძლობს ბავშვებისთვის, რომლებსაც საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებულად სჭირდებათ. მიხარია, რომ ჩვენ ამის მონაწილე ვართ და მცირე წვლილი შეგვაქვს მათთვის საახალწლო განწყობის შექმნაში“, - განაცხადა „ვისოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან გელაშვილმა.

ინსცენირების „შობა ტიფლისში“ ავტორები არიან: რობერტ სტურუა, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე და ნინო კანტიძე. სპექტაკლში ძველი თბილისის ამბებია გაცოცხლებული თავისი ხუმრობებითა და ოინებით იმ ვოდევილებიდან და წარმოდგენებიდან, რომლებიც რუსთაველის თეატრის სცენაზე სხვადასხვა დროს თამაშდებოდა. სპექტაკლში ძველი ყარაჩოხელები, კინტოები და ხანუმები წარსულს იხსენებენ და დღევანდელობასაც აჩვენებენ.

ია შერაზადიშვილი, რუსთაველის თეატრის მარკეტინგის სამსახურის უფროსი: „უკვე მესამე წელია, „ვისოლთან“ ერთად, ტრადიციად ვაქციეთ, რომ საქველმოქმედო სპექტაკლს ვატარებთ. სპექტაკლ „შობა ტიფლისში“ ბავშვები მოისმენენ ძველი თბილისის ჰანგებს და ნახავენ ძველი თბილისის სურათებს“.

ია შერაზადიშვილი იმედოვნებს, რომ ეს ტრადიცია „ვისოლთან“ ერთად გაგრძელდება და ყოველ წელს უმასპინძლებენ ბავშვებს სპექტაკლებზე.

სპექტაკლის „შობა ტიფლისში“ პრემიერა 3 იანვარს გაიმართა. მაყურებლებს მისი ნახვის შესაძლებლობა 15 იანვრის ჩათვლით ექნებათ, ყოველდღე, შაბათ-კვირას კი - დღეში ორჯერ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42