პროკურატურის განცხადებით 28 ეჭვმიტანილი დაკავშირებულია ამერიკაში მცხოვრებ, თურქი მქადაგებლთან - ფეთჰულა გიულენთან და მისი ორგანიზაციის FETO-ს წევრები არიან, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. თავად გიულენი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. 22 წლის პოლიციის ოფიცერმა მევლუთ მერთ ალტინტაშმა დიპლომატს რამდენჯერმე ესროლა შეძახილის თანხლებით „ალაჰ აკბარ! არ დაივიწყოთ ალეპო!“
რამდენიმე წუთის შემდეგ ალტინტაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.
გამოძიების ვერსიით, FETO-ს ლიდერებმა ალტინტაშს რუსი ელჩის მოკვლა ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში დაავალეს, თუმცა მაშინ ეს ვერ განხორციელდა. პროკურატურის თქმით, ელჩის მკვლელობით FETO-ს წევრები რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობის გამოწვევას ცდილობდნენ.
არსებობს აზრი, რომ ალტინტაშის გიულენთან დაკავშირებას თურქეთის ხელისუფლება განგებ ცდილობს, რათა მისი თურქეთში ექსტრადირების მეტი საფუძველი შექმნას. როგორც ამ მოსაზრების გამზიარებლები მიიჩნევენ სიტყვები, რომლებიც ალტინტაშმა ელჩის მკვლელობის დროს წარმოთქვა, უფრო მეტად გავს სირიის ოპოზიციის წარმომადგენლების ლოზუნგებს, რომლებიც ასადის წინააღმდეგ იბრძვიან, ვიდრე გიულენის მომხრეების სიტყვებს.
ელჩის მკვლელობის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილი პირების 28 კაციან სიაში, ბევრი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პერსონაა. სიას ფეთჰულა გიულენი უდგას სათავეში. სიაში ასევე არის მუსტაფა თიმურ ოზქანი, რომელიც იყო იმ გამოფენის ორგანიზატორი, რომელიც ანკარაში იმართებოდა და რომელიც მოგზაურის თვალით დანახულ რუსეთს ეხებოდა. სიაშია ჰაირედინ აიდინბაში, რომელიც გამოფენის თანაორგანიზატორი იყო და მედიაჯგუფს ხელმძღვანელობდა. გამოძიების ვერსიით ოზქანი და აიდინბაში განზახ ატარებდნენ ამ ღონისძიებებს, რომ იქ რუსეთის ელჩი მიეტყუებინათ. სიაში არის თურქეთის ნაციონალირი სადაზვერვო ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომელიც ვები კიურშად აკალინი, რომელსაც ბრალს დებენ იმაში, რომ ის აგროვებდა ინფორმაციას კარლოვის დაცვის წევრების შესახებ. სიაში ასევე არის თურქეთის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამმართველოს თანამშრომელი შაჰინ სოგიუტი და ალტინტაშის თანამშრომელი, პოლიციელი სერჯან ბაშარი.
მასალის გამოყენების პირობები






