"კედლები დაბზარულია, სახურავიდან წვიმა ჩამოდის და ფანჯრებზე ცელოფნის პარკებია აკრული" - ხუციშვილების ოჯახს დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 13:07, 08 Jan, 2019     1262
ვანო და ქეთევან ხუციშვილები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში ცხოვრობენ. მათი ქოხი, რომელიც ერთი ოთახისგან შედგება, ავარიულ მდგომარეობაშია: იატაკი ყანყალებს, კედლები დაბზარულია, სახურავიდან წვიმა ჩამოდის, ფანჯრებზე კი მინის ნაცვლად ცელოფნის პარკებია აკრული.

ამ ადამიანებს ერთმანეთისადმი სიყვარულის გარდა არაფერი გააჩნიათ! ისინი ვერ მუშაობენ ფსიქიკური დაავადების გამო და დღეებს სიღარიბესა და უმწეო მდგომარეობაში ატარებენ. არსებობენ მხოლოდ სოციალური შემწეობის მწირი თანხით, რაც ელემენტარული საკვების საყიდლადაც ძლივს ჰყოფნით. თუ, ღმერთმა არ ქნას და, ერთ-ერთს რამე დაემართა, მეორე მარტოობას ვერ გაუძლებს.

ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ შემორჩათ, არის რწმენა. მათ სჯერათ, რომ უფალი მათთანაც მიავლენს კეთილ ადამიანებს, რომლებიც ანუგეშებენ და დაეხმარებიან.

ვანო და ქეთევანი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, თბილ ტანსაცმელს, ზამთრის ფეხსაცმელს, მედიკამენტებს, თეთრეულს, ჭურჭელს... დიახ, მათ პრაქტიკულად არაფერი გააჩნიათ. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ტელევიზორი... და ეს ხდება 21-ე საუკუნეში!

ჩვენ გავესაუბრეთ ქეთევანს, რომელიც მთელი ინტერვიუს განმავლობაში ტირილისგან თავს ვერ იკავებდა.

- რას საჭიროებთ ყველაზე მეტად ამ ეტაპზე?

ქეთევანი: დაწოლის წინ ღმერთს ვევედრები, რომ სახურავი არ ჩამოიქცეს და არ დაგვეცეს.... ისე, ყველაზე მერტად საკვები პროდუქტები და მედიკამენტები გვჭირდება

- ქეთევან, გაქვთ რაიმე ოცნება?

ქეთევანი: ვოცნებობ, რომ უფალმა კეთილი ადამიანები გამოგვიგზავნოს დასახმარებლად. ჩვენ სრულიად უმწეონი ვართ და ძალიან გვიჭირს. მეეჭვება, რომ ამ ზამთარს გავუძლოთ...

მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ ამ ოჯახს დახმარები ხელი! მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამლკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ არ დატოვებთ ვანოს და ქეთევანს უყურადრებოდ. გფარავდეთ უფალი!

თქვენ შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ ფინანსურადაც.

ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხუციშვილების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/401-khutsishvili/?fbclid=IwAR39sTqwuWrhzzVrh-0-A1cE9s7NIrK9_RoCzfEdcjypd0bYVaddRM9y4ac





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42