"სამხედრო თვალსაზრისით ISIS-ი სირიაში დამარცხებულია. ამასთანავე ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ზოგიერთმა გარე ძალამ, შესაძლოა ამ დაჯგუფების ნარჩენები სირიის შიდა საქმეებში ჩარევის საბაბად გამოიყენოს."- განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანის განცხადებით, ISIS-ის წინააღმდეგ თურქეთის მიერ წარმოებულმა ოპერაციებმა, ტერორისტებს ევროპასა და თურქეთში ტერაქტების განხორციელებაში შეუშალეს ხელი. ოფიციალური ანკარა მომავალშიც მზადაა საერთაშორისო თანამეგობრობას სიტუაციის ნორმალიზების თავისი გეგმა შესთავაზოს.
"ჩვენ გვინდა უზრუნველვყოთ, რომ მოქალაქეებმა ხელისუფლებისგან მიტოვებულად არ იგრძნონ თავი და ტერორისტებმა ვერ შეძლონ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებით სარგებლობა და უბრალო ადამიანებს ჰქონდეთ სტაბილური მომავლის იმედი."-განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანი მართებულად მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სირიიდან აშს-ის სამხედრო ძალების გამოყვანასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ აშშ-ის პრეზიდენტმა, 2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ სირიაში ISIS-ი დამარცხებულია და ქვეყნიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანა დააანონსა. მოგვიანებით ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომაც.
მასალის გამოყენების პირობები






