ბოდიშს ვუხდი ბაკურიანის დამსვენებელს შექმნილი დისკომფორტის გამო - მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი
საზოგადოება - 16:42, 06 Jan, 2019     3980
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი, თამაზ გამცემლიძე აღნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადის ზრდამ ნათლად გამოაჩინა, რომ ბაკურიანი საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას განიცდის და დამსვენებლებს ამის გამო ბოდიშს უხდის.

ორი სიტყვით მინდა მივმართო ბაკურიანის დამსვენებელს და ბოდიში მოვუხადო შექმნილი დისკომფორტის გამო. პირველ რიგში, სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ადამიანის შრომამ შედეგი გამოიღო და ტურისტების ნაკადმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, განხორციელდა უამრავი ახლი, თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტი. თუმცა დამსვენებელთა მატებამ პრობლემები შექმნა სხვადასხვა სფეროში.

ეს პრობლემები განსაკუთრებით თვალნათლივ ბაკურიანში გამოიკვეთა. ძალიან ბევრ დამსვენებელს სამწუხაროდ დაემატა რამოდენიმე დღიანი ქარიშხლები, რის გამოც გაითიშა დიდველის საბაგიროები, ამიტომ მთელი დატვირთვა გადავიდა "კოხტა-მიტარბი"-ს სასრიალო არეალზე, რამაც წარმოქმნა რიგები სალაროებთან და სადგურებთან, ასევე პრობლემები შეექმნა სასრიალო ტრასებს (თოვლის ნაკლებობის გამო). მინდა გითხრათ, რომ დაწყებულია კოხტა მიტარბის ხელოვნური გათოვლიანების პროექტირება და უახლოვეს 2 წელიწადში, საბოლოოდ გადაიჭრება "კოხტა-მიტარბის" უთოვლობის პრობლემა.

ასევე ტურისტების ზრდამ ნათლად დაგვანახა, რომ ბაკურიანი განიცდის საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას, რომელთა დამატებასაც ასევე უახლოვეს პერიოდში ვგეგმავთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ბაკურიანის ცენტრში (კინოთეატრის შენობაში) გახსნილია ტურისტების მომსახურების ცენტრი, სადაც ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სასრიალო აბონემენტები. უახლოეს ხანში კიდევ დაემატება გაყიდვების წერტილები და ამუშავდება ახალი "ონლაინ" გაყიდვების სისტემა. მოკლედ მინდა გითხრათ რომ, მთავრობასთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ ძალიან საინტერესო პროექტებზე და პრობლემების გადაჭრაზე, ოთხივე ზამთრის კურორტზე, რაც ძალიან მალე დადებითად აისახება საქართველოს სათხილამურო არეალებზე.

პატივისცემით და მომავლის იმედით, გილოცავთ დამდეგ შობას, სიკეთის და განვითარების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის 2019 წელი" - წერს თამაზ გამცემლიძე ფეისბუქში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42