თავდასხმა ექიმზე - რა ვერსიები ვრცელდება ინციდენტის შესახებ
შემთხვევა - 15:19, 06 Jan, 2019     1787

პაციენტი მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს მედიკოსს სასტიკად გაუსწორდა. ექიმს მიღებული ტრავმების გამო გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. მას საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და იმავე კლინიკაში მკურნალობს.

„აქვს ტვინის შერყევა, აქვს ჭრილობა, სხეულის სხვადასხვა უბნის დაჟეჟილობა. ხელის დარტყმის შესახებ მიიღო ჭრილობა“-ამბობს ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი.

მედიკოსსა და პაციენტს შორის მომხდარ ინციდენტზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

„მოხდა ინციდენტი პაციენტსა და ექიმს შორის, გამოძახებული იქნა საპატრულო პოლციია, რომელიც ოპერატიულად მოვიდა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება“-ამბობს ლურსმანაშვილი.

რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი ნარკოტიკულ საშუალებებს ითხოვდა და ექიმს უარის გამო ფიზიკურად გაუსწორდა, ლურსმანაშვილი ამბობს, რომ კლინიკის ყველა ექიმს საკუთარი ვერსია აქვს.

ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ექიმი ყველანაირად ეცადა დახმარება გაეწია შემოსული პაციენტისთვის, მისი თქმით, თავდამსხმელი კლინიკაში 10 წუთის შემოსული იყო, რა დროსაც მათ შორის ინციდენტი დაიწყო. ლურსმანაშვილი დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს.

ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი მომღერალი თიკა ჯამბურიაა, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მწვავე ჰაიმორიტი ჰქონდა და რამდენიმე საათის განმავლობაში საავადმყოფოში ისე იწვა, რომ მისთვის წამალი არ მიუციათ.

„ეს ბიჭი იწვა ღორის გრიპით, როგორც ვიცი გამოუშვეს მკურნალობის გარეშე. იქ რაც მოხდა, ის ბიჭი არ იყო დამნაშავე რაც მე დავინახე. რომელ ნარკოტიკულ ნივთიერებას გამაყუჩებელს ითხოვდა, იმიტომ რომ ჰქონდა ჰაიმორიტი, მწვავე თავის ტკივილი და ათი საათიდან ორ საათამდე ისე იწვა რომ წამალი არ მიუციათ“-ამბობს თიკა ჯამბურია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42