საფრანგეთის პარლამენტთან ურთიერთობისა და კავშირის მინისტრმა ბენჟამენ გრივომ და მის თანამშრომლებმა სათადარიგო შესასვლელიდან გაქცევით უშველეს თავს მას შემდეგ რაც "ყვითელი ჟილეტების" აქციის მონაწილეები სამინისტროს შენობაში შეიჭრნენ.
მომიტინგეებმა სამინიტროს შესასვლ;ელი სპეციალური სამშენებლო ტექნიკის მეშვეობით გაანგრიეს და შენობაში შევიდნენ. ათეულობით ადამიანმა სამინისტროს კომპლექსში შეღწევის შემდეგ ჩაამსხვრია ფანჯრები და დააზიანა ავტომპობილები. ათმა მათგანმა მინისტრის კაბინეტშც შეაღწია.
"ყვითელი ჟილეტების" 2019 წლის პირველი აქცია თავიდან მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა შემდეგ, ისევე როგორც წინა აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მომიტინგეები პოლიციას ბოთლებს და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, წვავდნენ ნაგვის ურნებსა და მოტოციკლეტებს, რის საპასუხოდაც პოლიციან ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სულ საფრანგეთის მასშტაბით, აქციაში 50 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.


მასალის გამოყენების პირობები






