"ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ" - მეუფე ზენონის საშობაო მიმართვა
საზოგადოება - 23:50, 05 Jan, 2019     4837

ქრისტეშობა

ქრისტე იშვა ბეთლემში. ღარიბებო, ქრისტე იშვა სიღარიბეში! მდიდრებო, ქრისტე იშვა სიღარიბის სიმდიდრეში! მართლმადიდებლებო, ქრისტე იშვა თავმდაბლობის სიდიადეში! ქვითა და ოქროვერცხლით ხელითქმნილი ტაძრის მაშენებლებო, ქრისტე იშვა პირუტყვთა სადგომში! სრა-სასახლეთა მეხოტბენო, ქრისტე იშვა ფიცრულ ბაგაში! სასულიერონო, ქრისტე იშვა მოკრძალებაში, სიყვარულის მორჩილებაში! ხელისუფალნო, ქრისტე იშვა მიუკერძოებელი მსაჯულის სამართლიანობაში!


მაგრამ, იშვა ქრისტე ჩვენს გულში?!


თითქმის ყოველი ჩვენგანი ვდღესასწაულობთ შობის ბრწყინვალებას მაგრამ, გვავიწყდება, რომ ღარიბ-ღატაკთა დაუცხრომელი ქომაგი, განსაცდელში და მწუხარებაში მყოფთა თანა მწუხარე, მგლოვიარეთა თანა მგლოვიარე, უსახლკაროთა თანა უსახლკარო, მშიერთა, სამოსლის არმქონეთა თანა მშიერი და შიშველი. თავისუფლება აღკვეთლთა თანა თავისუფლება აღკვეთილი, დამცირებულთა თანა დამცირებული, გარიყულთა თანა გარიყული, მიტოვებულთა თანა მიტოვებული, ყოველწუთიერად დადის ქრისტე ჩვენს შორის.


ესაია წინასწრმეტყველის ბაგემ აღმოთქვა ქრისტეს შობამდე მისი შობა და მისმა ბაგემ აღმოთქვა ეს სიტყვებიც: '' ისმინე ცაო და ყურადიღე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკაობს: ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ; ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ მალამოთი დაუამებელი. თქვენი ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძებეთ სამართალი, გაკიცხეთ მჩაგვრელი, სამართალი გაუჩინეთ უმამო ბავშვს, ქვრივს გამოესარჩლეთ. ყოველი მათგანი ქრთამის მოყვარულია და ძღვენს არის დახარბებული. ის, რაც საწყალს ძარცვით წაართვით, სახლებში ინახავთ.რატომ ჩაგრავთ ჩემს ხალხს და ავიწროებთ საწყლებს? ვაი მათ, ვინც ბოროტს მართლად აცხადებს და მართალს სიმართლეს ართმევს!''


ამპარტავნობის ტყვეობაში, თვითკმაყოფილებასა და ერთმანეთის შეურაცხყოფაში, ცილისწამებასა და ურთიერთ ჩასაფრებაში, მევახშეობა-ანგარების, გამორჩენისა და გამოყენების, უსიყვარულობასა და უპატივცემულობაში, სხვისი უბედურებისა და შურის მსახურებაში არ იდიდება ყოველთა დამბადებელი მაცხოვარი. რამდენი ჩვენი თანამოქალაქე დარჩა უსახლ-კარო, რამდენი იქცა ხიზნად, რამდენს დაენგრა ოჯახი, რამდენი ადამიანი მივიდა სულიერი და ფიზიკური განადგურების პირას. რამდენმა მოიკლა თავი, სულიერი თუ ფიზიკური განსაცდელის სიმძიმით. რამდენი მზრუნველობას მოკლებული ბავშვი და მოზარდი შევმატეთ ქვეყანას, რამდენს წავართვით ცხოვრება. რამდენი გაღატაკდა უსინდისოთა გასამდიდრებლად. სასოწარკვეთილი და ეულად ქცეული ვერ შეძლებს ვერც ქვეყნის პროდუქციულ მოქალაქობას და ვერც ღმერთის დიდებას, რადგან დასუსტებული და ღონემიხდილი ადამიანი სულიერად კვდება.


ასე გადავაქციეთ ჩვენი სამშობლო სულიერ და ფიზიკურ ცხედართა სამყოფელად. რამდენი ჩვენი თანამემულეც იქნა გამწარებული და გაუბედურებული ათწლეულობის მანძილზე ჩვენს თანამედროვეობაში, იმდენი ქვა დაიდო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ცხოვრების წარუმატებლობისთვის. ეს ქვები იქცა ჯერ ლოდებად, ხოლო შემდეგ ცათამბრჯენ წინაღობად, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ. თუ სულის ტაძარი ზიანდება, მაშინ რომელი ტაძარი შენდება?!


ქრისტეს შობას გილოცავთ ჩვილშობილის მსასოებელნო!

+მთ. ეპ. ზენონი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42