„დეკანოზ გიორგი მამალაძის საპყრობილეში ყოფნა ჩვენი სირცხვილია“ - მთავარეპისკოპოსი ზენონი
საზოგადოება - 15:07, 05 Jan, 2019     5323

მთავარეპისკოპოსი ზენონი მიიჩნევს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უნდა შეიწყალონ. მთავარეპისკოპოსი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ბაგაში შობილი მშვიდობის ღმერთის იესო ქრისტეს სადიდებლად წარმომიდგება დღეს ყოველთა გულის დამბადებელის მიერ განკითხვის დღისადმი თქმული: “მშიერი ვიყავი და არ მაჭამე, სნეული ვიყავი და არ მომიარე, მწყურვალი ვიყავი და წყალი არ მასვი, შიშველი ვიყავი და არ შემმოსე, ციხეში ვიყავი და არ მინახულე. რადგან ყოველი სნეული რომელსაც არ მოუარე, შიშველი, რომელიც არ შემოსე, მწყურვალი, რომელსაც ჭიქა წყალი არ მიაწოდე, მშიერი, რომელიც არ დააპურე, საპყრობილეში მყოფი, რომელიც არ ინახულე – მე ვიყავი”.

ადრე განვაცხადე და კვლავ მინდა გავიმეორო: არ ვიცნობ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. არც ის ვიცი, რამდენად დამნაშავეა ან უდანაშაულო. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ საპყრობილეში მისი ყოფნა, მითუმეტეს “მკვლელობის მცდელობის” ბრალდებით, დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ჩვენი სირცხვილია მთლიანობაში.

ჩემი სინდისის ხმით ვაცხადებ: ვფიქრობ, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება, ეკლესიაში და ზოგადად საზოგადოებაში, ხელს შეუწყობს ღვთივსულიერი მშვიდობის განმტკიცებას. ნუგეშინისმცემელი წმიდა სული ამბობს: თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, მაშინ კარებთან დაგელოდება შენი ცოდვა.

/დაბ. 4,7/

ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას. /იაკ. 4,17/

და რადგან ცოცხალი ღმერთის მიერ თქმულია: “მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ”, მოგვეთხოვება, რომ შემრიგებელი და მიმტევებელი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. მითუმეტეს პრეცედენტმა საზოგადოების პოლარიზება მოახდინა და მრავალი დააბრკოლა. რადგან, ქრისტეა შემრიგებელი მასწავლებელი და მოძღვარი, რომელმაც ღმერთთან შეარიგა ადამიანი, მოგვეთხოვება არ გვიძნელდებოდეს ერთმანეთთან მშვიდობისა და შენდობის ამბორი. ამ გზით მესახება ნაიარევთა ეფექტური კურნება.

თავს ვერ დავაღწევთ იმას, რომ ე. წ “ციანიდის საქმე” თანამედროვე ეკლესიის წევრთათვის, ქვეყნისთვის წარმოადგენს შავ ლაქას. მრავალს გაუჩნდა უსამართლობისა და უნდობლობის განცდა. ზოგს ბრალდებულის უდანაშაულობის სჯერა. ზოგს მის დანაშაულში ეჭვი არ ეპარება, ოღონდ წარმოდგენილი “შესაძლო მსხვერპლის” ვერსია მისთვის არადამჯერებელია. ჩვენთვის დამახასიათებელი უკიდურესობის გამოისობით ზოგიერთისთვის დეკანოზი გიორგი მამალაძე “სიმართლისათვის დევნილია” და ზოგიერთისათვის “ცოდვილთა შორის ცოდვილი”. რა მოიტანა ამ ყოველივემ: ლანძღვა-გინება, განკითხვა, სიძულვილის და გაუცხოების ტენდენცია. ამბავი გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და ალაპარაკდნენ სხვაგან. ზოგჯერ ვირჩევთ უმცირესს და ვკარგავთ უმთავრესს.

ვფიქრობ, ე.წ “ციანიდის საქმესთან” დაკავშირებული ყოველი სუბიექტი, აგრეთვე ყოველი ჩვენგანი გავაანალიზებთ თავს დატეხილ განსაცდელს, რადგან მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი ვართ ყველა ერთად და ავირჩევთ უმჯობესს, რომ სუფთა სინდისით ვიმსახუროთ სასულიერომაც და საერომაც. ზოგადად, დიდი წინაღობა და მუხრუჭი არის ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლისათვის შერჩევითი სამართალი, ხანგრძლივ დროში ესოდენ მახასიათებელი ქართული ყოფისათვის. აქვე დავსძენ, რომ არ არსებობს განსაცდელი რომელშიც არ იძებნება გამოსავალი: სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი, რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ. /რომ. ეპ.5, 21/

ნუ მოვკლავთ ერთმანეთს სულიერად! ნუ ავირჩევთ ურთიერთ გულგრილობის და ზედაპირულობის გზას!

მხოლოდ მტყუან-მართალის გამორკვევა არ არის სრულყოფილი სამართლიანობის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ იგი წესრიგისა და წესიერების მისაღწევად აუცილებელი პირობაა. წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, -აი უზენაესი სამართალი ღმერთისა! აი, საზომი კაცთმოყვარეობისა და ჰუმანიზმისა“, – წერს მთავარეპისკოპოსი ზენონი „ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42