საქართველოს დამსახურებული მშენებელი სიბერეს ნაქირავებ ბინაში ატარებს - ომარ კვენიტაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 13:14, 04 Jan, 2019     1445
ომარ კვენიტაძე საქართველოს დამსახურებული მშენებელია. მას არაერთ მნიშვნელოვან პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა. ბატონი ომარი აშენებდა სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, მიკრორაიონებს. სანამ მუშაობდა, ბატონ ომარის ოჯახს არაფერი აკლდა. ერთ საბედისწერო დღეს მან მძიმე ტრავმა მიიღო და მხედველობა დაკარგა. ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, რათა ავადმყოფისთვის აუცილებელი მკურნალობა ჩაეტარებინა. კვენიტაძეები საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ.

ნერვიულობის ფონზე ბატონ ომარს სისხლძარღვების დაავადება დაემართა. სამწუხაროდ, მას ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ოჯახი საარსებო სახსრების გარეშე აღმოჩნდა. ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს და ომარი მეუღლესთან ერთად ბედის ანაბარა დარჩა.

ახლა ომარი კვენიტაძე და მისი მეუღლე ზინა 8 კვ.მ ოთახში ცხოვრობენ, ელემენტარული პირობების გარეშე, ხოლო მწირი პენსია და სოციალური შემწეობა არ იძლევა ნორმალური მკურნალობის საშუალებას. „საშინელებაა რაც დამემართა, განადგურებული ვარ იმ ტკივილის გამო კი არა, რასაც მე განვიცდი, არამედ იმის გამო, რომ ოჯახი ქუჩაში ფაქტიურად ქუჩაში მყავს... ათასობით ადამიანი ცხოვრობს ჩემს მიერ აშენებულ ბინებში, მე კი სიბერეს ნაქირავებ პატარა ოთახში ვატარებ, სიღარიბეში... გული მწყდება, რომ ამ დიდ ქალაქში ჩემთვის თუნდაც ერთოთახიანი ბინაც კი ვერ მოიძებნა“.

ძალიან მძიმეა ამ სიტყვების მოსმენა უმწეო მოხუცისგან, რომელიც მთელი სიცოცხლე თავის საყვარელ ქალაქს ემსახურა...

მეგობრებო, მოდით არ დავტოვოთ ბატონი ომარი ყურადღების გარეშე, გავუწიოთ მას დახმარება, გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე! შემოწირულობა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ომარ კვენიტაძ) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42