გადაღლილობა , მზეზე დიდ ხანს სიარული, შიმშილი, უძილობა,ეს ყველაფერი პირველ რიგში თავის ტკივილს იწვევს.
თავის ტკივილის მიღმა კი უამრავი რამ შესაძლოა იმალებოდეს, შეიძლება ის გამოწვეული იყოს გადატანილი სტრესით ცხოვრებაში ან საერთოდ შეიძლება სიმსივნური საწყისი, თუმცა ბევრ ადამიანს აქვს წარმოდგენა რომ დაზღვევა ყველაფერს გვინაზღაურებს, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება. ის არ მოიცავს ისეთ დაავადებებს, რომელიც დაზღვევამდე არსებობდა ან ქრონიკული დაავადებაა.
თუ თავის ტკივილი შეგაწუხებთ, ჩვენი კეთილი რჩევა იქნება, რომ პროფილაქტიკისთვის ეწვიოთ ექიმს და მიიღოთ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ზუსტი ცნობები.
მაგალითისთვის რომ ავიღოთ შაკიკი არის მემკვიდრული დაავადება, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება და მისი დაზღვევა შეუძლებელიც არის, თუმცა თუ ვართ დაზღვეული და შეგვაწუხებს ე.წ კლასტერული ტკივილი (თვალის გარშემო ტკივილი) და გამოკვლევის შემდეგ დადგინდა რომ ანევრიზმა, ან სიმსივნის საწყისები აღინიშნება, მაშინ ჩვენი დაზღვევა სწორედაც რომ დროული იქნება.
არ დაელოდოთ პროცესის განვითარებას, არ გადადოთ დროული შემოწმება და პროფილაქტიკა, რადგან გვიან დაფინანსება ისეთივე შეუძლებელი მოსაპოვებელია, როგორც გვიან მკურნალობა და სამწუხაროდ ამის უამრავი მაგალითი არსებობს დღესდღეობით.
წინასწარი დაზღვევის არსებობით, მიუხედავად იმისა, რომ ავად გახდომა არც თუ ისე სახარბიელო საკითხია, სადარდებელი ბევრად შემიმცირდა რადგან არ ვფიქრობ ისეთ საკითხებზე, როგორიც გაუთვალისწინებელი ხარჯის გამოჩენა და დროზე ადრე გახარჯული ხელფასია
მასალის გამოყენების პირობები






